GE / EN
საინფორმაციო პორტალი
საზოგადოება
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
გიორგი ასანიძე: სოჭის ოლიმპიადას ბოიკოტი არ უნდა გამოვუცხადოთ
13:08 18.10.2012
დღის სიახლეები

პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საკითხთა კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე გიორგი ასანიძე მიიჩნევს, რომ საქართველომ 2014 წლის სოჭის ოლიმპიადაში მონაწილეობა უნდა მიიღოს.

როგორც „ინტერნეტ.ჯი“-ს ასანიძემ განუცხადა, ამ საკითხზე აზრთა სხვადასხვაობა და მსჯელობა ყოველთვის არსებობდა და ამ შემთხვევაში, ბოიკოტი სწორი ფორმა არ არის, რადგან  ოლიმპიური ქარტიით, თამაშები აპოლიტიკურია და ძალიან კარგი იქნება თუ ამას გაითვალისწინებენ.

„იყო გარემოებები, რომელზეც კონსულტაციები საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტთან მიმდინარეობდა. ოლიმპიადა თავისი შინაარსით ოდითგანვე მშვიდობის დესპანი იყო და პრობლემები, რომელიც რუსეთთან არსებობს მოგვარებული უნდა იყოს, მაგრამ ამაში პირველი როლი სპორტულმა პოლიტიკამ არ უნდა ითამაშოს.

იყო ასეთი მოსაზრება, რომ თუ რუსეთი აფხაზეთში სპორტულ ბაზებს იმ მოტივით ააშენებდა, რომ ოლიმპიური თამაშების მონაწილე გარკვეულ დელეგაციებს იქ ეცხოვრათ და ოლიმპიურ ინფრასტრუქტურაში მიეღოთ მონაწილეობა, მაშინ ამ თამაშებს უნდა გავემიჯნოთ, რასაც ვეთანხმებოდი, რადგან რუსეთმა პრეცენდეტი არ უნდა დაუშვას, რომ აფხაზეთის აღიარება  მთლიანად მოახდინოს. არასოდეს მითქვამს, რომ ამ თამაშებს, სპორტსმენები უნდა გაემიჯნონ“, - აცხადებს ასანიძე.

შეგახსენებთ, რომ მომავალი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი 2014 წლის სოჭის ოლიმპიადას მიესალმება და  აცხადებს, რომ საქართველო თამაშებში ჩაერთვება. ივანიშვილმა, ზამთრის თამაშებს მხარდაჭერა უკვე აღუთქვა და განაცხადა, რომ საქართველო ისე უნდა მოიქცეს, როგორც კარგ მეზობელს შეეფერება და ეცადოს ოლიმპიადა მშვიდობიანად და ყოველგვარი უსიამოვნებების გარეშე ჩატარდეს.   

Internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
გიორგი ბარამიძე იტალიაში შეხვედრებს გამართავს1
ქუთაისში “ქართული ოცნების” მხარდამჭერებმა მაისურების გამო იჩხუბეს2
პუტინმა უშიშროების საბჭოს შემადგენლობა დაამტკიცა3
ბიუროს სხდომაზე ომბუდსმენის საკითხს განიხილავენ4
აჭარის მთავრობის წევრებს დღეს დაამტკიცებენ5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X