პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საკითხთა კომიტეტის ყოფილი
თავმჯდომარე გიორგი ასანიძე ფედერაციებზე არსებულ
ზეწოლაზე საუბრობს.
როგორც „ინტერნეტ.ჯი“-ს ასანიძემ
განუცხადა, ფედერაციებში ზეწოლა მიდის და ახალი ძალის სახელით არის მოთხოვნა, რომ „ასეთი რაღაცეები“ უნდა მოხდეს.
„ანუ, ყველა უნდა წავიდეს და ახალი მოვიდეს. ცუდი ფაქტი რა არის იცით? ამ ადამიანის მოსვლით ქვეყნის უკეთესობისკენ სვლის გარკვეული იმედი გაჩნდა, მაგრამ ბევრი ადამიანი მისი სახელით ცუდად სარგებლობს, რადგან გარკვეულ ფედერაციაში ფარულად თუ ღიად რაღაცეები შეინიშნება და ამას, როცა ახალი ხელმძღვანელობა გაიგებს, მკაცრი რეაგირება უნდა მოახდინონ“, -
აცხადებს ყოფილი დეპუტატი.
ასანიძე დარწმუნებულია, რომ ეს ზეწოლა
ივანიშვილისგან არ მოდის, რადგან მას უნდა, რომ სამართლებლივი პრინციპები დაინრეგოს და ამას ბევრი ცუდად იყენებს.
მისი თქმით, მას ივანიშვილთან დაკავშირების
მცდელობაც ჰქონდა, მაგრამ „მავანებმა“ დაბლოკეს.
„გაცილებით დიდი ხსნის წინ, როცა დავინახე, რომ რაიონში
არასწორი ნაბიჯები იდგმებოდა, მასთან შეხვედრის მცდელობა მქონდა, მაგრამ
მავანებმა იქამდე არ მიმიშვეს და დამბლოკეს. არ ვიცი, ეს შეგნებულად ხედებოდა თუ არა, მაგრამ თუ ჩემი გამოცდილება სპორტს დასჭირდება, თანამშრომლობისთვის მზად ვარ. დარწმუნებული ვარ, რომ
ჩემი გამოცდილება ქართულ სპორტს გამოადგება, რადგან სპორტში, გაცილებით ბევრი ვიცი, ვიდრე სხვებმა“, -
დასძინა მან და აქცენტები სპორტის აპოლიტიკურობაზე გააკეთა.
Internet.ge