სასწრაფო-სამედიცინო მომსახურება მსუბუქ შემთხვევებში მოქალაქის სადაზღვევო პაკეტიდან დაფინანსდება, ხოლო გადაუდებელ შემთხვევებში მომსახურება უფასო იქნება
-
აღნიშნული განცხადება ჯანდაცვის მინისტრობის კანდიდატმა დავით სერგეენკომ გააკეთა.
მინისტრობის კანდიდატის განცხადებით, სასწრაფო
დახმარების მომსახურების თანხა პოლისში ჩაიდება და ზუსტად განისაზღვრება მისი ოდენობა და დანიშნულება.
„გადაუდებელი
შემთხვევა
ულიმიტო იქნება, ხოლო სხვა შემთხვევებზე გამოძახებისას მოქალაქე თანხას თავისი სადაზღვევო პაკეტიდან გადაიხდის და არა ჯიბიდან“ - განაცხადა სერგეენკომ.
მინისტრობის კანდიდატის თქმით, ჯანდაცვის სამინისტროს ერთ-ერთი გეგმა სასწრაფო-სამედიცინო მომსახურების სისტემური რეფორმა იქნება.
„იმის გამო, რომ მოქალაქეებისთვის გამოძახება უფასოა, ისინი სასწრაფო დახმარებას მსუბუქი შემთხვევების დროსაც იძახებენ. მაშინ, როდესაც ადამიანს ეცოდინება, რომ მას სასწრაფო დახმარებისთვის გამოყოფილი აქვს კონკრეტული ლიმიტირებული თანხა, ის ამ თანხას გაუფრთხილდება და მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში გამოიყენებს. ამიტომ, ის წნევის გაზომვის გამო სასწრაფოს არ მოაცდენს“ - დასძინა მან.
internet.ge