კალათბურთის ფანატი 75 წლის ჩინელი ჩჟი შუმეიმ
ოცნება მოხუცებულობისას აიხდინა. როგორც კი პენსიაში გავიდა, კალათბურთის თამაში
დაიწყო და ახლა დღე ისე არ გავა, რომ კალათში ბურთი 200-ჯერ მაინც არ ჩააგდოს.
თანაც ისე, რომ კალათს ეკიდება და რამდენიმე წუთს ასე დაკიდებული ისვენებს ხოლმე.
ჩჟუს ამის გამო „კალათბურთის ბებოც“ შეარქვეს.
ირკვევა, რომ პროფესიულ სპორტში ჩაბმაში სიმაღლემ,
უფრო სწორად სიდაბლემ შეუშალა ხელი. თუმცა მისმა მიღწევებმა ცხადყო, რომ ასეთი
ტალანტის შემთხვევაში სიმაღლეს დიდი მნიშვნელობა სულაც არ ჰქონია.
ბებო ისეთი პოპულარული გახდა ახალგაზრდებში,
რომ ადგილობრივი უნივერსიტეტის სტუდენტები
მისთვის ფულს აგროვებენ, რომ ყოველთვიურად, პენსიაზე დანამატის სახით - სიყვარულის
ნიშნად მისცენ.
Internet.ge