ფინანსთა
მინისტრობის
კანდიდატი ნოდარ ხადური აცხადებს, რომ პარლამენტი მიიღებს კანონს, რომლითაც დენისა და დასუფთავების ერთიანი ქვითარი აიკრძალება.
როგორც მან ტელეკომპანია „მეცხრე არხის“
ეთერში განაცხადა, ახალი მთავრობის დამტკიცების შემდეგ ელექტროენერგიის
ტარიფზე
"საკმაოდ
სერიოზული
კლება იქნება“.
"საქართველოში ელექტროენერგიაზე,
ბუნებრივ აირზე, ტარიფებს მარეგულირებელი კომისია
აწესებს. საქართველოს
პარლამენტში
შეიქმნება
კომიტეტები
და დაიწყება ფრაქციების მუშაობა. ღრმად ვარ დარწმუნებული, პარლამენტი ერთ-ერთ პირველივე სხდომაზე სთხოვს მარეგულირებელს,
წარმოადგინოს
გამჭვირვალე
გაანგარიშება
იმ ტარიფისა, რომელიც დღესაა დაწესებული. ჩვენ ექსპერტების მონაწილეობით უნდა ვნახოთ, რა კომპონენტებით შედგება ტარიფი, როგორც ელექტროენერგიაზე,
ისე ბუნებრივ აირზე და ვნახოთ, თითოეული კომპონენტის უკან ვინ, ან რა დგას“,-
განაცხადა ხადურმა.
რაც შეეხება დედაქალაქს, „ქართული ოცნების“
წევრი აცხადებს, რომ თუ მერია
და საკრებულო ელექტროენერგიისა
და დასუფთავების გადასახადების ერთიანი სისტემის შექმნის შესახებ გადაწყვეტილებას
არ შეცვლის, ამას პარლამენტი უზრუნველყოფს.
internet.ge