GE / EN
საინფორმაციო პორტალი
საზოგადოება
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
"მედიის ადვოკატირებისთვის" ახალი მოწვევის პარლამენტს წინადადებებით მიმართავს
15:56 19.10.2012
დღის სიახლეები

კოალიცია "მედიის ადვოკატირებისთვის" ახალი მოწვევის პარლამენტს რამდენიმე წინადადებით მიმართავს.

კოალიციის წევრები, საზოგადოებრივი მაუწყებლის დამოუკიდებელ მაუწყებლად ჩამოყალიბებასა და განვითარებას ითხოვენ.

„საზოგადოებრივი მაუწყებლის საქმიანობის შესწავლის მიზნით, საქართველოს პარლამენტის მოთხოვნით სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა განახორციელოს არაგეგმიური აუდიტი და გამოვლენილი შედეგები წარმოუდგინოს საქართველოს პარლამენტსა და საზოგადოებას. აღნიშნული ღონისძიების განხორციელების აუცილებლობა ცხადყო უკანასკნელ დღეებში განვითარებულმა მოვლენებმა: ა) საზოგადოებრივ მაუწყებელში დაგროვილი საგადასახადო ვალების ჩამოწერამ და ბ) ტელეკომპანია „პიკ“-ის მმართველ კომპანია „ალანიასთან“ წარმოქმნილმა კონფლიქტმა. მეორე მხრივ, სახელმწიფო აუდიტის შემოწმების დაწყებამდე, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა გაასაჯაროვოს ფინანსური ხარჯები და ტელეკომპანია „პიკ“-ის მმართველ კომპანიასთან - „ალანიასთან“ გაფორმებული ხელშეკრულება და სხვა მნიშვნელოვანი დოკუმენტები,“- აცხადებენ კოალიციის წევრები.

მეორე წინადადება, რომლითაც ისინი პარლამენტს მიმართავენ არის: MUST CARRY და MUST OFFER-ის რეგულირება მაუწყებლობის შესახებ კანონით. ასევე სასამართლოში ფოტო და ვიდეოგადაღების ჩაწერის უფლების აღდგენას აყენებენ.

კოალიცია ასევე ითხოვს,  მოხდეს აჭარის ტელევიზიის სამართლებრივი სტატუსის განსაზღვრა და ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლა მედიაპლურალიზმის უზრუნველყოფისა და აუდიტორიის ინტერესების დაცვის კონტექსტში.

როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე, ორგანიზაციის წევრებმა განაცხადეს, უნდა მოხდეს საჯარო პირებისა და საჯარო დაწესებულებების მხრიდან მედიასთან ურთიერთობის სტანდარტების შეცვლა და კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ფორმირების წესისა და ფუნქციების გადახედვა.

Internet.ge

 

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
გირჩის ოფისში პოლიციელები მედიის წარმომადგენლებს არ უშვებენ1
სკოლაში, მოზარდებს შორის, ძალადობის ამსახველი კადრები ვრცელდება (VIDEO)2
"მედიის ადვოკატირებისთვის" ახალი მოწვევის პარლამენტს წინადადებებით მიმართავს3
მარნეულის გამგეობაში მოქალაქეთა ჯგუფი შეიჭრა4
„ფსბ“: ევროკავშირის ტყეებს „ალ-ქაედა“ წვავს5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X