მიხეილ ცაგარელის ასტროლოგიური პროგნოზი 20 ოქტომბრისთვის
00:00 20.10.2012
|
დღის სიახლეები
|
საქმიანი, აქტიური და ძლიერი ნებისყოფის მქონე ადამიანები მეტ წარმატებას მიაღწევენ. კარგი დღეა სპეციალისტებთან კონსულტაციისათვის, მავნე ჩვევებისაგან გათავისუფლებისათვის, კოლექციის შესაგროვებლად, უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვისათვის, მანქანების შესაძენად, ნადირობისა და თევზაობისათვის, მთების დალაშქვრისათვის. ყველა მოქმედება ითხოვს პასუხისმგებლობასა და პრაგმატულობის გაძლიერებას. მინერალებიდან სასიკეთოა: ონიქსი, ქრიზოპრაზი, აქატი, ალექსანდრიტი და ოპალი. ფერებიდან დადებითია: ყავისფერი, ყვითელი, ნაცრისფერი, ლურჯი და მწვანე. სიზმრებს ნურავის მოუყვებით. საკვებ რაციონში ნუ შეიტანთ ალერგიის გამომწვევ პროდუქტებს. მოერიდეთ სტომატოლოგიურ პროცედურებს, ხელმძღვანელებთან და გავლენიან პირებთან ურთიერთობას, გაცვლით ოპერაციებს, ქორწინებას, ახალი კავშირების დამყარებას. კარგი დღეა სამეცნიერო კვლევისათვის, მიწათმოქმედებისათვის, ექიმებთან კონსულტაქციისათვის და მკურნალობის დასაწყებად. ჯანმრთელობის მხრივ სუსტდება ძვლოვანი სისტემა, ხერხემალი, კანი, სახსრები და მუხლები. დღე დადებითია კუროს, მორიელისა და თხის რქისათვის, ხოლო უარყოფითია ტყუპების, ლომისა და სასწორისათვის. internet.ge
|
 |
გამოკითხვა |
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
|
|