GE / EN
საინფორმაციო პორტალი
საზოგადოება
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
საზოგადოებრივმა მაუწყებელმა სპეციალური განცხადება გაავრცელა
13:28 20.10.2012
დღის სიახლეები

"საზოგადოებრივმა მაუწყებელმა" ტელეკომპანია "პიკ"-თან საქმიანი კონტაქტები შეაჩერა. აღნიშნულის შესახებ არხმა სპეციალური განცხადება გაავრცელა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

"უკანასკნელ ხანს სხვადასხვა მედიასაშუალებებით საზოგადოებას მიეწოდებოდა არასწორი ინფორმაცია მაუწყებლის მესამე არხთან დაკავშირებით. საზოგადოებრივი მაუწყებელი შეგნებულად იკავებდა თავს საჯარო კომენტარისგან, ვინაიდან იგი განუხრელად ასრულებდა და ასრულებს თავის ყველა (მათ შორის ფინანსურ) ვალდებულებას კონტრაქტორი კომპანიის მიმართ.

მიმდინარე წლის 15 ოქტომბერს, ტელეკომპანია "პიკ"-ის თანამშრომელთა ერთმა ნაწილმა თვითნებურად, საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელობასთან შეუთანხმებლად, საზოგადოებრივი მაუწყებლის მესამე არხის ეთერში გამოხატა პროტესტი ვითომცდა ხელფასების დაგვიანების მიზეზით. ამ გაუგებარ დემარშს დაემატა ისიც, რომ განხორციელდა მაუწყებლის მესამე არხის ტელესიგნალის არასანქცირებული აწევა იმ სატელიტზე, რომელთანაც საზოგადოებრივ მაუწყებელს შეწყვეტილი ჰქონდა ურთიერთობა. შედეგად, საზოგადოებრივ მაუწყებელს შესაძლოა წარმოექმნას გაუთვალისწინებელი ხარჯები.

განმარტებისათვის:

1. ტელეკომპანია "პიკ"-თან 2012 წლის 13 იანვარს დადებული ხელშეკრულების საფუძველზე სატელევიზიო სიგნალის სატელიტზე აწევა და მისი მართვა საზოგადოებრივი მაუწყებლის ექსკლუზიურ უფლებას წარმოადგენს და, შესაბამისად, მისი არასანქცირებული აწევა ხელშეკრულების პირობის უხეში დარღვევაა.

2. ამავე ხელშეკრულების თანახმად, საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებაა ის კონტენტიც, რასაც ხედავს საზოგადოებრივი მაუწყებლის მესამე არხის მაყურებელი. ამ კონტენტის გამოყენება ტელეკომპანიის თანამშრომლების მიერ შიდასაწარმოო დავაში საკუთარი პრეტენზიების გამოსახატად კატეგორიულად დაუშვებელია და ასევე ხელშეკრულების პირობის უხეშ დარღვევას წარმოადგენს.

ამ პრობლემების შესახებ საზოგადოებრივმა მაუწყებელმა 16 ოქტომბერს აცნობა კომპანიის მენეჯმენტს და გააფრთხილა, რომ ხელშეკრულების პირობების შემდგომი დარღვევა გამოიწვევდა ურთიერთობების გადახედვას. წერილის პასუხად, 17 ოქტომბერს საზოგადოებრივ მაუწყებელს მომართა ტელეკომპანია "პიკ"-ის გენერალურმა დირექტორმა წერილის თანახმად, იგი ვალდებულებას იღებდა საქმის კურსში ჩაეყენებინა კომპანიის დამფუძნებლები. 18 ოქტომბერს მაუწყებელს ტელეკომპანია "პიკ"-ის გენერალურმა დირექტორმა მომართა თხოვნით, რომ კომპანიის პარტნიორებთან შეთანხმებით შეჩერებულიყო მაუწყებელსა და "პიკს" შორის არსებული ხელშეკრულებები და დაწყებულიყო მოლაპარაკებები.

მაუწყებელი წერილობით გამოეხმაურა ამ თხოვნას და ურთიერთობების შემდგომ გარკვევამდე შეაჩერა "პიკ"-თან საქმიანი კონტაქტები.

რაც შეეხება კომპანია "გლობქასტთან" საზოგადოებრივი მაუწყებლის ურთიერთობას: ამ კომპანიასთან საქმიანი ურთიერთობების შეჩერებაზე გადაწყვეტილება მიღებულ იქნა 11 ოქტომბერს და პარტნიორს იმავე დღეს ეცნობა ელექტრონული ფოსტით. 12 ოქტომბრიდან მაუწყებელმა შეწყვიტა სიგნალის აწევა შესაბამის სატელიტზე. ამ გადაწყვეტილების საფუძველი ის გახლდათ, რომ ბოლო რამდენიმე თვის მანძილზე მაუწყებლის მესამე არხის სიგნალი დუბლირებულად იწეოდა "გლობქასტისა" და "თურქსატის" სატელიტებზე. ეს უკანასკნელი მაუწყებელს ტესტირების რეჟიმში უფასო მომსახურებას უწევდა. მაუწყებელმა გამოიყენა საკუთარი ექსკლუზიური უფლება და მიიღო გადაწყვეტილება ორი კონკურენტი კომპანიის მომსახურების პირობებიდან აერჩია მისთვის უფრო ხელსაყრელი ვარიანტი.

აქვე ვეხმაურებით ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაციის პრეტენზიას საზოგადოებრივი მაუწყებლის საქმიანობის თითქოსდა გაუმჭვირვალობის შესახებ. ჩვენი საქმიანობის ამსახველი ყველა ანგარიში (მათ შორის ფინანსური) განთავსებულია მაუწყებლის ვებგვერდზე (www.gpb.ge), იქვეა განთავსებული სამეურვეო საბჭოს სხდომების ამსახველი ყველა ვიდეოჩანაწერი და საზოგადოებისთვის საინტერესო სხვა ინფორმაცია. მზად ვართ ყურადღებით მოვისმინოთ ყველა კონკრეტული პრეტენზია იმის შესახებ, თუ როდის, რა ვითარებაში და ვის ეთქვა უარი საჯარო ინფორმაციის მიღებაზე, ასევე მზად ვართ ნებისმიერ დროს განხორციელდეს მაუწყებლის საქმიანობის როგორც სახელმწიფო, ისე დამოუკიდებელი კერძო აუდიტი", - აღნიშნულია განცხადებაში.

internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
ბზა- ფლორისტის რჩევები, საინტერესო ფაქტები და სასარგებლო თვისებები
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
აჭარის მთავრობის წევრებს დღეს დაამტკიცებენ1
საზოგადოებრივმა მაუწყებელმა სპეციალური განცხადება გაავრცელა2
ვიქტორ ორბანმა საქართველოს პარლამენტის ახალი შენობა დაათვალიერა3
გიორგი ტუღუში ფოთის მერს რეკომენდაციით მიმართავს4
12 ადამიანი ამერიკული „გორკების“ „ტყვეობაში“ 2 საათის განმავლობაში იმყოფებოდა (VIDEO)5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X