სტრასბურგის სასამართლომ რუსეთი არაღიარებული რესპუბლიკის მხარდაჭერისთვის დააჯარიმა
ევროპის ადამიანის უფლებათა
სასამართლომ რუსეთს
1 მილიონი ევროს
გადახდა დაავალდებულა
მოლდოვას იმ
მოქალაქეებისთვის, რომლებიც
დნესტრისპირეთში ცხოვრობენ
და არაღიარებული
დნესტრისპირეთისადმი რუსეთის
მხარდაჭერის გამო
საკუთარი უფლებების
დარღვევაზე ჩივიან.
საუბარია დნესტრისპირეტში იმ
სკოლების დახურვაზე,
სადაც მოსწავლეებს
მოლდავურად – ლატინიცათი
წერას ასწავლიდნენ.
მოსამართლეებმა აღიარეს, რომ
რუსეთი, არაღიარებული
რესპუბლიკის მხარდაჭერით,
ირიბადაა დამნაშავე
ადგილობრივ მოლდოველთათვის პრობლემების
შექმნაში.
საქმეს ევროპის სასამართლოს
დიდი პალატა
განიხილავდა. სასამართლოში
სარჩელი დნესტრისპირეთში მცხოვრებმა
170 მოლდოველმა მოქალაქემ შეიტანა.
რუსული მხარის თავის
მართლების მიუხედავად,
მოსამართლეებმა, ყველამ
ერთის გამოკლებით,
სცნეს, რომ
რუსეთმა არაღაირებული
რესპუბლიკისადმი მხარდაჭერით
მოლდოველთა შევიწროებას
შეუწყო ხელი
და ამდენად,
მოსკოვი ვალდებულია,
დაზარალებულებს, საერთო
ჯამში 1 მილიონი
ევრო გადაუხადოს.
Internet.ge