შვედეთი ამ დღეებში
იშვიათი მეტეოროლოგიური ფენომენის
- სისხლის წვიმის
მოლოდინშია.
"სისხლის წვიმას” სინოპტიკოსები უწოდებენ
მოვლენას, როცა
ნალექს მოვარდისფრო-მოწითალო შეფერილობა
აქვს. მეცნიერები
ვარაუდობენ, რომ
ეს, წვიმის
წყალში საჰარის
უდაბნოს მტვრის
მოხვედრის გამო
ხდება.
დანიელი მეტეოროლოგები იუწყებიან,
რომ შაბათ-კვირას სწორედ
საჰარის მტვრით
გაჟღენთილი წვიმა
შეიძლება დაატყდეს
თავს შვედეთს.
შვედეთის მეტეოროლოგიურ ინსტიტუტში
კი აცხადებენ,
რომ ეს
მოვლენა რაიმე
საფრთხეს არ
შეიცავს და
მხოლოდ წითელ
კვალს დატოვებს.
"სისხლის წვიმა” შვედეთში
5 წელიწადში ერთხელ
თითქმის სტაბილურად
მოდის.
ის პირველად ჰომეროსის
ილიადაში გხვდება.
მე-17 საუკუნემდე
კი ადამიანები
ფიქრობდნენ, რომ
ციდან წყლის
ნაცვლად მართლა
სისხლი წვეთავდა,
რაც ავის
მომასწავებელ ნიშნად
აღიქმებოდა.
Intrnet.ge