პროექტ „ცეკვავენ ვარსკვლავების“ ჟიურის შემადგენლობა შეიცვალა.
დღეიდან ნანუკა ჟორჟოლიანის ნაცვლად პროექტის მონაწილეებს მარინა ბერიძე
შეაფასებს.
როგორც „ინტერნეტ.ჯი“-ს ბერიძემ
განუცხადა, ის ცეკვის პროფესონალი არ არის, მაგრამ,
როდესაც ვინმეს მისი დახმარება სჭირდება, უარს
ვერ ამბობს.
„გუშინ დამირეკეს და მითხრეს, რომ პროექტში ვჭირდებიდი, მე კი
უარს ვერ ვეუბნები იმ ადამიანებს, ვისაც ასე ვჭირდები. რაც შეეხება ვიქნები თუ არა
მკაცრი - არა, ვერ ვიქნები, იმიტომ, რომ მე ამ საქმის პროფესიონალი არ ვარ,
თუმცა ცეკვა ძალიან მიყვარს და აღქმის უნარშიც კარგად ვარ. კონსულტაციებს კი ჟიურიში მსხდომ მოცეკვავეებთან
გავივლი“,- განაცხადა მარინა ბერიძემ.
კითხვაზე, რა ინფორმაციას ფლობს ის პროექტიდან ტელეწამყვან
ნანუკა ჟორჟოლიანის მოხსნის შესახებ. ბერიძე ამბობს, რომ ნანუკამ ეს
გადაწყვეტილება თავად მიიღო.
„მე როგორც ვიცი, ნანუკამ ეს გადაწყვეტილება თავად მიიღო. ის ძალიან
მიყვარს და ვმეგობრობ, თუმცა ისე მოხდა რომ მისი ადგილის დაკავება მომიხდა. შემოთავაზებისთანავე
დავურეკე ნანუკას და მისი აზრი მოვისმინე. მართალია ძალიან არ მიყვარს სხვისი
ადგილის დაკავება თუმცა ასე გამოვიდა - ასეთია ცხოვრება“,- დასძინა ბერიძემ.
internet.ge