გოგა ხაჩიძე: იმედია გარემოს დაცვის კომიტეტში პირველი ღონისძიება ცხვრის დაკვლა არ იქნება
„ერთიანი
ნაციონალური მოძრაობის“ წევრი გოგა ხაჩიძე, პარლამენტში გარემოს დაცვის კომიტეტის
თავმჯდომარის დამტკიცებას, სოციალურ ქსელ facebook-ის საკუთარ გვერდზე გამოეხმაურა.
„იმედია, გარემოს დაცვის კომიტეტში, პირველი ღონისძიება, თავმჯდომარის დამტკიცების აღსანიშნავად, ცხვრის დაკვლა არ იქნება“,- წერს ხაჩიძე.
შეგახსენებთ,
რომ პარლამენტში გუშინ, პლენარულ სხდომაზე კომიტეტის ხელმძღვანელებს უყარეს
კენჭი, რომლის მიხედვით, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის
თავმჯდომარე ზვიად ზვიადაური გახდა.
internet.ge