დიმიტრი შაშკინი: მივიღე გადაწყვეტილება დავტოვო საქართველო იმ იმედით, რომ დავბრუნდები
"მე მივიღე გადაწყვეტილება, რომ დავტოვო საქართველო, იმ იმედით, რომ დავბრუნდები და კვლავ მექნება საშუალება, ვემსახურო ჩემს ქვეყანას, ჩემს ხალხს. არ გამიკვირდება, რომ უახლოეს მომავალში გაიგოთ ბევრი "გაუგონარი ამბავი“ ჩემ შესახებ. ვინც მიცნობს, არ დაიჯერებს. თუმცა, ვინც არ მიცნობს, მინდა, დავარწმუნო, რომ ყოველთვის ვიცავდი კანონს და პასუხისმგებლობით ვეკიდებოდი ჩემზე დაკისრებულ მოვალეობებს.
არ ვნანობ არცერთ გადაწყვეტილებას, რომელიც ბოლო ოთხი წლის განმავლობაში მივიღე და მზად ვარ, ვუპასუხო ნებისმიერ შეკითხვას" - წერს თავდაცვის მინისტრი დიმიტრი შაშკინი მიმართვაში, რომელიც მან დღეს გამოაქვეყნა და მადლობას უხდის ყველას, ვინც მასთან ერთად, ბოლო ოთხი წლის განმავლობაში, ყველაფერს აკეთებდა იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყანა ყოფილიყო უკეთესი, ჩვენი ინსტიტუციები - უფრო მდგრადი, ჩვენი ბავშვები - უფრო დაცული.
"ჩემთვის დიდი პატივი იყო თქვენთან ერთად მუშაობა" - ასე ასრულებს მიმართვას თავდაცვის მინისტრი, რომელიც მიიჩნევს, რომ მისი ცხოვრების ყველაზე ბედნიერი ოთხი წელი მიხეილ სააკაშვილის მთავრობაში გაატარა, რადგან მათ შეძლეს საქართველო თავისი განვითარების ზენიტში აეყვანათ.
სრული ტექსტი იხილეთ ბმულზე
internet.ge