კახი კალაძე თანამდებობაზე დანიშვნის შემთხვევაში კანონს დაარღვევს
13:56 22.10.2012
|
დღის სიახლეები
|
ენერგეტიკის მინისტრობის კანდიდატი კახა კალაძე, თანამდებობაზე დანიშვნის შემთხვევაში, კანონს დაარღვევს.
რადგან "საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ" კანონში წერია, რომ "თანამდებობის პირს, მისი ოჯახის წევრს უფლება არ აქვს ფლობდეს აქციებს ან საწესდებო კაპიტალის წილს იმ საწარმოში, რომლის საქმიანობის კონტროლიც ამ თანამდებობის პირის ან მისი სამსახურის უფლებამოსილებას განეკუთვნება."
საუბარია ყოფილი ფეხბურთელის წილებზე „საქჰიდრომშენში“,- სადაც „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი 45% -იან წილს ფლობს.
„ინტერნერტ.ჯი“ საკითხის გასარკვევად კოალიციის ადვოკატს, შალვა თადუმაძეს დაუკავშირდა, თუმცა მან სამართლებრივი განმარტების გაკეთება არ ისურვა.
„მე არ ვარ კახას ადვოკატი, ამიტომ ვრცელ კომენტარს ნუ მომთხოვთ“,- განაცხადა თადუმაძემ.
კახა კალაძეს ამ ფაქტთან დაკავშირებით ჯერჯერობით კომენტარი არ გაუკეთებია. ის „ინტერნეტ.ჯი“-ს სატელეფონო ზარებს არ პასუხობს.
Internet.ge
|
 |
გამოკითხვა |
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
|
|