GE / EN
საინფორმაციო პორტალი
საზოგადოება
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
ლადო გურგენიძე „სახალხო ბანკის“ ყოფილ მმართველს პასუხობს
15:23 22.10.2012
დღის სიახლეები

„ლიბერთი ბანკის“ მმართველი ლადო გურგენიძე ბანკის ყოფილ მფლობელ გიორგი გოგუაძეს პასუხობს. როგორც გურგენიძემ საგანგებო ბრიფინგზე აღნიშნა, გოგუაძესთან ბანკთან დაკავშირებით მოლაპარაკებას არ აპირებს.

„სიმართლეს  არ შეესაბამება გიორგი გოგუაძის მიერ პარასკევს გაკეთებული განცხადება, რომლის მიხედვითაც თურმე მე დამირეკავს მისთვის და ბანკში არსებული „პრობლემის“ მოგვარება მოლაპარაკების გზით მითხოვია. ეს ასე ნამდვილად არ იყო. მან თვითონ დამირეკა და ამის დამტკიცება სატელეფონო ჩანაწერებით მარტივად შეგვიძლია. მინდა დაგარწმუნოთ, რომ ბანკში არანაირი პრობლემა არ არსებობს და ამჟამინდელ მენეჯმენტს არანაირი შეხება არ აქვს „სახალხო ბანკის“ ყოფილ მფლობელებთან“,- განაცხადა გურგენიძემ.

მისი თქმით, ბოლო სამი წლის განმავლობაში, მას შემდეგ, რაც გაკოტრებული ბანკის 91% 15 მილიონ დოლარად შეიძინეს, „ლიბერთი ბანკის" აქტივებმა მოიმატა.

სამი წლის წინ ბანკის კაპიტალი 17 მილიონი ლარი იყო, დღეის მონაცემებით კი ის  85,6 მილიონ ლარს გაუტოლდა.

„სახალხო ბანკი“,- რომელიც „ლიბერთი ბანკად“ გადაკეთდა, 2009 წლის სექტემბერში შევიძინეთ.  მაშინ ბანკი უმძიმეს მდგომარეობაში იყო. ბოლო სამი წლის განმავლობაში 30 მლნ დოლარი ინვესტიცია განცახორციელეთ. თავის მხრივ,  დასავლელმა  საინვესტიციო ჯგუფებმა კი ბანკში 11 მილიონი ლარი ჩადეს. ჯამში  სააქციო კაპირტალი 41 მლ დოლარით არის გაზრდილი. ვიმეორებთ, რომ ჩვენ არ ვიცნობთ  ბანკის ყოფილ მფლობელებს და მათთან არანაირი მოლაპარაკებები არ მიმდინარეობს. მსგავსი განცხადებები კი ხელს ნამდვილად ვერ შეუწყობს ბანკის განვითარებას. პირიქით შეიძლება ინვესტიციები შეწყდეს ან შემცირდეს. ამით კი მომხმარებელი ზარალდება“,- დასძინა ლადო გურგენიძემ.

შეგახსენებთ, რომ  ირინა ჯინჭარაძე, ალიონა კოვალენონკო და გიორგი გოგუაძე სამი წლის წინ გაყიდული ბანკის დაბრუნებას ითხოვენ.

ყოფილ მფლობელებს ბანკის დათმობა 2009 წელს მოუხდათ და მალევე მას სათავეში ყოფილი პრემიერ-მინისტრი ლადო გურგენიძე ჩაუდგა, რომელიც დღემდე ბანკის მმართველია.

Internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
ბზა- ფლორისტის რჩევები, საინტერესო ფაქტები და სასარგებლო თვისებები
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
“ნეთსმა” შენგელია საზაფხულო ლიგის განაცხადში შეიყვანა1
დაღესტანში საქართველოს საზღვრის სიახლოვეს რუსეთი ჯარის კონცენტრაციას ახდენს2
ცხელი კერძის გადასხმის შედეგად წლინახევრის ბავშვმა ძლიერი დამწვრობა მიიღო3
ფოტორეპორტაჟი: ამერიკელი სენატორები რთველში4
ქალაქ ლაზიკას პროექტი5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X