რუსეთის პატრიარქს სასამართლოში უჩივლეს. მოსკოვის
ზამოსკვორეცკის სასამართლოში შეტანილია სარჩელი „მოსკოვისა და სრულიად რუსეთის
პატრიარქის კირილის უკანონოდ გამდიდრების შესახებ“ - იუწყება რუსული მედია.
მომჩივანი პატრიარქის მეზობელია, რომელსაც ცოტა ხნის წინ
რუსეთის მართლმადიდებელი
ეკლსიის მეთაურის სახლის „სამშენებლო მტვრით“ დაზიანების გამო 20 მილიონი რუბლი
გადაახდევინეს. ახლა უკვე თავად იური შევჩენკო ჩივის, რომელსაც მიაჩნია, რომ
„პატრიარქი უსამართლოდ გამდიდრდა“. საქმეში მოპასუხედ პატრიარქი კირილია მითითებული.
სარჩელის მიზანია, შევჩენკოს მიეცეს საშუალება, ნახოს
პატრიარქის ის ავეჯი, რომელიც, თითქოსდა, მის ბინაში მიმდინარე რემონტის დროს
პატრიარქის სახლამდე გავრცელებულმა მტვერმა დააზიანა. ეს ზიანი შევჩენკოებმა 20
მილიონი რუბლით კირილს უკვე აუნაზღაურეს. ახლა შევჩენკოს მიაჩნია, რომ აქვს სრული
უფლება ნახოს ის ავეჯი, რომელიც, თითქოსდა, დაზიანდა და რომელიც პატრიარქის ბინაში
უკვე გამოცვალეს კიდეც. ზემოხსენებულ 20 მილიონში სწორედ ახალი ავეჯის ხარჯი 2,6
მილიონი რუბლიც შევიდა. შევჩენკო „ამ დაზიანებული
სკამებს“ ითხოვს, რათა აუქციონზე გაყიდოს, რომ აინაზღაუროს იმ თანხის
ნაწილი მაინც, რაც პატრიარქის ქონების „დაზიანების“ გამო გამოსძალეს.
Internet.ge