ინდიანას შტატის უილარდის
ბიბლიოთეკაში კვლავ
მოჩვენებაზე ალაპარაკდნენ.
რუხ სამოსელში გამოწყობილი
ქალის ფიგურა
სათვალთვალო კამერებმაც
დააფიქსირეს.
ამ მოჩვენების შესახებ
ჯერ კიდევ
1937 წელს ალაპარაკდნენ, როცა
ბიბლიოთეკის თანამშრომელი
ღამით სარდაფში
ჩავიდა, რათა
გათბობის სისტემა
შეემოწმებინა. მან
ქალის გამჭვირვალე
ფიგურა დაინახა,
რომელიც რუხ
სამოსში იყო
გამოწყობილი და
სახეზე პირბადეც
ეფარა. ის
სიბნელეში გაუჩინარდა,
მამაკაცი კი
ისე შეშინდა,
რომ სამსახურს
თავი დაანება.
ანალოგიური ისტორია შეემთხვა
მალე მის
შემცვლელსაც, რომელმაც
ასევე ძალიან
მალე მიატოვა
ბიბლიოთეკა.
მას შემდეგ რუხი
მოჩვენება კიდევ
რამოდენიმეჯერ ნახეს.
ადამიანები, ვინც
მას შეხვედრიან,
ამბობენ, რომ
მისი მოახლოებისას
სიცივეს გრძნობენ
და ხმაური
ესმით. არიან
ადამიანები, რომლებიც
ყვებიან, რომ
ბიბლიოთეკაში თავისით
იღება და
იკეტება კარი,
გადაადგილდება წიგნები.
არიან ისეთებიც,
რომლებიც ამტკიცებენ,
რომ მათ
მოჩვენება ხელით
შეეხო.
ადამიანებს მთელი სერიოზულობით
სჯერათ, რომ
მოჩვენება ბიბლიოთეკის
დამაარსებლის უილარდ
კარპენტერის ქალიშვილი
სარაა, რომელსაც
მამამ არაფერი
დაუტოვა და
მთელი თავისი
ფული ბიბლიოთეკას
უანდერძა.
ამბობენ, რომ ამის
გამო სარას
სძულდა ეს
ბიბლიოთეკა და
ახლა დაბრუნდა,
რათა ადამიანები
დააფრთხოს.
მეორე ვერსიით კი
ეს არის
მოჩვენება ქალისა,
რომელიც ბიბლიოთეკის
აშენებამდე ამ
ადგილზე დაიხრჩო.
Internet.ge