სვერდლოვსკის საკანონმდებლო ორგანოს
ყვავებმა გადაუფრინეს
და დეპუტატების
მანქანებს ქვები
დააყარეს.
ამის შესახებ თავის
ბლოგზე ჟირინოვსკის
პარტიის წარმომადგენელმა მაქსიმ
რიაპსოვმა წევრმა
დაწერა.
როგორც ირკვევა, რამდენიმე
საათის განმავლობაში
ყვავები მართლაც
ყრიდნენ ქვებს,
რომლებსაც თავად
ადგილობრივი პარლამენტის
შენობის სახურავიდან
– ქვის ბაღიდან
ეზიდებოდნენ, რომელიც
ერთ-ერთი
დეპუტატის – ლუდმილა
ბაბუშკინას ინიციატივით
შეიქმნა.
"არ ვიცი ვისი
მანქანა იყო,
მაგრამ საკუთარი
თვალით დავინახე,
როგორ ისროლა
ყვავმა ქვა
და მეორის
მოასატანად გაფრინდა”
- წერს რიაპსოვი.
თან დასძენს,
რომ სულაც
არ ხუმრობს
და აპარატის
უფროსთან აპირებს
გაარკვიოს, ვისი
მანქანები დაზიანდა.
ბლოგერებმა ყვავების მიერ
ნასროლი ქვების
ისტორია შურისძიებად
მონათლეს, იმის
გამო, რომ
დეპუტატები კომფორტულად
ცხოვრობენ, ბლოგერმა
ანტონ გლაზაჩევმა
კი ამ
ამბავს გაგრძელება
მოუგონა: ჯერ
აღძრავენ სისხლის
სამართლის საქმეს
ხელისუფლების წინააღმდეგ
მასობრივი არეულობისა
და ტერაქტის
ორგანიზების ფაქტზე,
შემდეგ კი
ოპოზიციურად განწყობილი
ჩიტების პატრონების
ძებნას დაიწყებენ.
დანარჩენი კი
რუსეთში მიღებული
სცენარის მიხედვით
განვითარდება.
Internet.ge