ირმა ინაშვილი: "პიკის" ჟურნალისტებო, დებილების თამაშს თავი დაანებეთ
14:25 23.10.2012
|
დღის სიახლეები
|
"პიკის" ჟურნალისტებო, დებილების თამაშს თავი დაანებეთ, - ასე ასრულებს ჟურნალისტი ირმა ინაშვილი, კოლეგებთან მიმართვის ტექსტს, რომელიც მას ფეისბუქის საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა.
"პიკის" არც ერთ ჟურნალისტს, როგორც მოსალოდნელი
იყო, "ობიექტივისთვის" არ მოუმართავს, რათა გაცნობოდნენ ჩვენს
დოკუმენტაციას და შეეგნოთ ბოლოს ბოლოს, რომ "პიკის" ერთ-ერთი სიხშირე,
რომელზეც ეს ტელეკომპანია მაუწყებლობს, არის 35-ე დეციმეტრული,
"ობიექტივისთვის" წართმეული არხი. მივმართავთ კომუნიკაციების
მარეგულირებელ კომისიას, საჯაროდ გამოაქვეყნოს მონაცემები, "პიკის"
სიხშირეების თაობაზე. დაინიშნება, თუ არა ახალი გენერალური პროკურორი,
ჩვენი ადვოკატი მიმართავს მას. დაიწყება გამოძიება და "ობიექტივს"
დაუბრუნდება წართმეული ტელესიხშირზე. ასე რომ , "პიკის" ჟურნალისტებო,
დებილების თამაშს თავი დაანებეთ" - ეს მიმართვა ირმა ინაშვილმა ფეისბუქზე რამდენიმე წუთის წინ გამოაქვეყნა.
internet.ge
|
 |
გამოკითხვა |
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
|
|