საქართველოს რკინიგზის ადმინისტრაცია თანამშრომლებს მატარებლების მოძრაობის შეფერხებისაგან თავშეკავებისკენ მოუწოდებს. აღნიშნულის
შესახებ მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
„2011 წელს ჩვენ დავპირდით ყველა რკინიგზელს, რომ ხელფასები
გადაიხედებოდა
„რკინიგზაში
დასაქმებულთა
სახელფასო
რანგირების
პროგრამის“
ფარგლებში.
ჩვენ შევასრულეთ ჩვენი დანაპირები და ხელფასების მატება ეტაპობრივად განხორციელდა,
30 ნოემბრიდან
კი, საბოლოოდ შემდეგ რაოდენობას მიაღწევს:
მემანქანე
- 1250, მემანქანის თანაშემწე -
900, დიდი დატვირთვის სადგურის უფროსები - 2 500, დიდი
დატვირთვის
სადგურის მორიგეები
- 900.
სხვა
ყველა დანარჩენ სადგურებზე მუშაობის მოცულობიდან გამომდინარე ხელფასები შეადგენს:
სადგურის
უფროსები
- 900 დან
1800 ლარამდე, სადგურის მორიგეები - 750-დან 900 ლარამდე.
500 ლარამდე გაიზარდა სალიანდაგოს მუშების ხელფასიც, ხოლო სალიანდაგო-სარემონტოს მუშებს დაუწესდათ 100 ლარიანი სახელფასო დანამატი "სწრაფი რკინიგზის"
პროექტის ფარგლებში“,-
აღნიშნულია განცხადებაში.
ამასთან როგორც „საქართველოს რკინიგზის” ადმინისტრაციაში განმარტავენ, მას შემდეგ, რაც გენერალურმა
დირექტორმა
სამეთვალყურეო
საბჭოს
მიმართა,
მისი უფლებამოსილება შეჩერდა.
„შესაბამისად,
დირექტორთა
საბჭო ვერ შეიკრიბება და შეუძლებელია ბიუჯეტში პარამეტრების შეცვლა და თანამშომლების ნაწილის მიერ დაყენებული მოთხოვნების დაკმაყოფილება. თანამშრომლებს კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, სიფრთხილით მოეკიდეთ გარდამავალ პერიოდს და თავი შეიკავეთ რადიკალური ქმედებებისგან. პასუხიმგებლობით მოეკიდეთ საკუთარ ვალდებულებებს, რადგანაც საქართველოს რკინიგზის 85% ტვირთებისა არის საერთაშორისო, შემოდგომა არის სპეც-ტვირთების (ხორბალი) იმპორტის პერიოდი და საჭიროა გეგმაზომიერი მომსახურება. გარდა ამისა, საქართველოს რკინიგზა არის ინვესტორების ინტერესის ქვეშ; ნებისმიერი შეფერხება კი, საქართველოს რკინიგზისათვის და სახელმწიფოსათვის
საფრთხის შემცვლელი და ზიანის მომტანია“,-
აცხადებენ რკინიგზაში.
Internet.ge