ნავთლუღის ბაზრის მოვაჭრეებმა ისანი-ნავთლუღის საავტომობილო
მაგისტრალი გადაკეტეს. როგორც მოვაჭრეები აცხადებენ, არჩევნებში კოალიცია „ქართული
ოცნების“ გამარჯვების შემდეგ იმ მოვაჭრებმა, რომლებსაც გარე ვაჭრობას მერია
უკრძალავდა, ქუჩის ტროტუარები თვითნებურად კვლავ დაიკავეს.
ბაზრის თანამშრომლების თქმით, გარევაჭრობის განახლებამ ბაზარს
კლიენტურა დააკარგვინა.
ადგილზე საპატრულო პოლიციის თანამშრომლები იმყოფებოდნენ, რომლებმაც
საავტომობილო გზის გახსნა შეძლეს.
Internet.ge