ივანიშვილი: ვერ დაგიკონკრეტებთ როდის მოხდება პენსიის ზრდა, 1 წელიწადში თუ უფრო გვიან
პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, პენსიის ზრდა აუცილებლად უნდა მოხდეს და საარსებო მინიმუმს გაუტოლდეს, თუმცა ის კონკრეტულ დროს ვერ ასახელებს.
ამის შესახებ განცახდება, ივანიშვილმა პარლამენტში გამოსვლისას გააკეთა.
ივანიშვილის თქმით, ისინი უახლოეს მომავალში გეგმავენ პენსია 220 ლარი გახდეს, თუმცა კონკრეტული დრო, როდის დააიწყება პენსიების ზრდა არ იციან.
„პენსიასთან დაკავშირებით ვერ ნახავთ ვერსად ჩვენს გამონათქვამს, რომ პენსიის ზრდას მოსვლისთანვე დავიწყებდით. ვერ დაგიკონკრეტებთ როდის მოხდება ზრდა, 1 წელიწადში თუ უფრო გვიან, ეს იმაზეა დამოკიდებული თუ როგორ მოვახერხებთ მოსახლეობის დასაქმებას და შემოსავლების ზრდას“,- განაცხადა ივანიშვილმა.
internet.ge