არასამთავრობო ორგანიზაცია ია ფარულავასა და თაკო გაჩეჩილაძისგან ბოდიშის მოხდას ითხოვს
პროექტ „ცეკვავენ ვარსკვლავების“ ჟიურის
წევრის, ია ფარულავასა
და მომღერალ თაკო გაჩეჩილაძის მიერ 22
ოქტომბერს გაჟღერებულ რეპლიკას, რომელიც „დაუნი რობოტების“ თემას ეხებოდა, არასამთავრობო ორგანიზაცია კავშირი - "ჩვენ ერთნი ვართ"
გამოეხმაურა.
ორგანიზაციის განმარტებით, "ჩვენ ერთნი ვართ" იგივე Unity We Are The One ჩამოყალიბდა დაუნის სინდრომის მქონე ადამიანების სოციალიზაციისა და საზოგადოებასთან ინტეგრაციის ხელშეწყობის მიზნით. რომელიც აქტიურად მონაწილეობს დაუნის სინდრომის საერთაშორისო ორგანიზაციასთან DSI (Down Syndrome
International).
როგორც „ინტერნეტ.ჯი“-ს ორგანიზაციდან აცნობეს, ია ფარულავამ და თაკო
გაჩეჩილაძემ, დაუფიქრებლად გაკეთებული განცხადებით, აღნიშნული სინდრომის
მქონე პირებსა და მათ ოჯახებს გული ატკინეს.
„22
ოქტომბერს, იმედის ტელევიზიის გადაცემაში "ცეკვავენ ვარსკვლავები" ჟიურის ერთ-ერთმა წევრმა და კონკურსანტმა დამცინავ და შეურაცხმყოფელ ფორმაში, მოიხსენიეს ამ სინდრომის მქონე ადამიანები. ცოტა არ
იყოს უხერხულია, სხვა
თუ არაფერი, შოთა
რუსთაველის
სახელობის სახელმწიფო აკადემიური თეატრის სცენიდან ამხელა აუდიტორიის წინაშე, პირდაპირ ეთერში ორი ქალბატონის ეს
გაბოროტებული
პაექრობა. მართლმადიდებლურ ქვეყანაში, სადაც სხვადასხვა რელიგიისა და შეხედულებების ადამიანების თანაცხოვრება ნათელი მაგალითია საზოგადოების შეგნებულობისა - უპრიანი იქნება ცოტა უფრო შეგნებული და კომპეტენტური ადამიანები გვმოძღვრავდნენ ცისფერი ეკრანიდან. დაუნის სინდრომის მქონე ადამიანები უბრალოდ განსხვავებულები არიან ამ ქალბატონებისაგან და სხვა არაფერი.ისინი ისეთივე თანასწორ უფლებიანი წევრები არიან ჩვენი საზოგადოებისა.მათ ჩვენზე მეტად სტკივათ, ჩვენზე მეტად განიცდიან და ჩვენზე მეტად მოყვარულები და ერთგულები არიან. მათი გულები ყველასთვის ღიაა, უკან კი გაასმაგებულ სიყვარულს გიბრუნებენ. თუ გვინდა, რომ მძლავრი სახელმწიფო შევქმნათ, პირველ რიგში უნდა ვისწავლოთ ურთიერთპატივისცემა და გვყავდეს შეგნებული საზოგადოება“,-
აღნიშნულია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ამასთან "ჩვენ ერთნი ვართ"
განცხადებაში განმარტავს, რომ ცისფერ ეკრანებთან მხოლოდ ამ ორი ქალბატონის გულშემატკივრები არ სხედან.
„გადაცემას დაუნის სინდრომის ადამიანები და მათი ოჯახის წევრებიც უყურებენ. იქნებ ამ ორმა ქალბატონმა საზოგადოების ეს აღშფოთება ისევ თავისი პიარისათვის არ გამოიყენონ და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას, დაუნის სინდრომის მქონე ადამიანებს, მათ მეგობრებსა და ოჯახის წევრებს. ცივილიზებულ სამყაროში დაუნის სინდრომის მქონე ადამიანებს ღვთის შვილებს უწოდებენ, მათ სოციალიზაციასა და საზოგადოებაში ინტეგრაციას ემსახურება უამრავი ადამიანი, არსებობს საერთაშორისო საქველმოქმედო ორგანიზაციები და ჰოლივუდში, რითაც ძალიან იწონებს თავს ზოგიერთი ქალბატონი, შერონ სთოუნი, ანჯელინა ჯოლი,რობერტ დე ნირო, ოდრი ჰეპბერნი და მრავალი სხვა მეგა ვარსკვლავი საზოგადოებრივ ცხოვრებაში აქტიურად ეწევიან ამ ადამიანების მხარდაჭერას. ასეთი მხრიდან პიარის შექმნა მხოლოდ მისასალმებელია. სამწუხაროდ, ჟიურის არც ერთ წევრს და არც წამყვანებს არ ჰქონიათ სათანადო რეაქცია. გვინდა ვთხოვოთ ბატონ გოჩა ჩეტკოევს, რომელსაც მიღებული აქვს ჰოლივუდში ანალოგიურ პროექტში მონაწილეობა განუმარტოს ამ ორ ქალბატონს რა რეაგირება მოჰყვებოდა საზოგადოების მხრიდან მსგავს გამოხტომას ტელე-ეთერიდან“,- ნათქვამია
განცხადებაში.
Internet.ge