წმ. ნიკოლოზის სახელობის ტაძარში ღვთისმშობლის ხატს 6 დღე სისხლი სდიოდა
ლაგოდეხის რაიონის წმ. ნიკოლოზის სახელობის ტაძარში,
ღვთისმშობლის ხატს, ექვსი დღის განმავლობაში, სისხლი სდიოდა.
ლაგოდეხის რაიონის სოფელ ბაისუბნის მცხოვრებლები ამ სასწაულის მომსწრე
9 აპრილს გახდნენ. 9 აპრილს საღამოს, რამდენიმე ადამიანმა შენიშნა, რომ
ღვთისმშობლის ხატს თვალებიდან სისხლი სდიოდა.
ღვთისმშობლის ხატს სისხლი ექვსი დღის განმავლობაში სდიოდა. აღდგომის
შემდეგ ხატს სისხლი აღარ წამოსვლია, თუმცა ის ახლაც სისხლითაა დაფარული და ამის
ნახვა ნებისმიერ ადამიანს შეუძლია.
ეკლესია, რომელშიც ღვთისმშობლის ხატია დაბრძანებული, ჯერ არ არის
მოქმედი ტაძარი. მისი კურთხევა მიმდინარე წლის 22 მაისს არის დაგეგმილი. ტაძრის
საძირკველი 2007 წელს ეკურთხა, მშენებლობა კი, 2008 წელს დაიწყო.
"internet.ge" გთავაზობთ ფოტორეპორაჟს ლაგოდეხის რაიონის, სოფელ
ბაისუბნის წმ. ნიკოლოზის სახელობის ტაძრიდან.
იხ. ბმული
internet.ge