თბილისის საკრებულოს გადაწყვეტილებით, დასუფთავების ტარიფი შემდგომი 5 თვის განმავლობაში 2,5 თეთრი იქნება.
აღნიშნული საკითხი დღეს, სხდომაზე დაამტკიცეს. გადაწყვეტილებას მხარი 39 დეპუტატმა დაუჭირა, 3 კი წინააღმდეგ წავიდა.
თბილისის მერის მოადგილის, ტარიელ ხიზანიშვილის განცხადებით, ტარიფის შემცირება დარგის ფუნქციონირებაზე არ აისახება და არ მოხდება დასაქმებულთა შტატების შემცირება.
დღევანდელ სხდომაზე, საკითხის განხილვას კამათიც მოჰყვა. კახა კუკავა ფინანსთა სამინისტროსგან თანხების გამოყოფას ითხოვს, საკრებულოს წევრის ნათელა მაჭავარიანის განცხადებით კი, დასუფთავების ტარიფი სულადობრივი უნდა იყოს.
"ქრისტიან-დემოკრატების" წევრებმა ტარიფის განახევრებას მხარი დაუჭირეს.
internet.ge