ალექსანდრ პოროხოვშიკოვის არცთუ
მცირე ქონება
მის ძმას
მამის მხრიდან
– ქართველ შალვა
ბარაბაძეს დარჩება,
რომელიც მსახიობს,
სიცოცხლეში არასოდეს
უნახავს.
პროპოხოვშიკოვი 6 თვის წინ
მძიმე ავადმყოფობის
შედეგად გარდაიცვალა,
თუმცა მის
სიკვდილამდე ცოტა
ხნით ადრე
მისმა მეუღლემ
მოიკლა თავი.
რუსული მედიის ცნობით,
შალვა ბარაბაძემ
უკვე მიიღო
ცნობა მემკვიდრეობის შესახებ.
მის საკუთრებაში
გადავა სახლი
ახალ არბატზე,
აგარაკი რუბლიოვკაზე,
ასევე ორი
ბინა მოსკოვში,
ორი ავტომანქანა
და ფული,
რომელიც უცხოურ
ანგარიშებზე ინახება.
რამდენადაც ცნობილია, ახალ
არბატზე მდებარე
ბინაში, რომლის
საკითხიც ჯერ
ბოლომდე გადაწყვეტილი
არ არის,
შალვა ბარაბაძე
ძმის მუზეუმის
გახსნას აპირებს.
Internet.ge