დევნილები შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვთა სასწავლებელში შეიჭრნენ
15:06 27.10.2012
|
დღის სიახლეები
|
თემქაზე, სკოლა–პანსიონის შენობაში 35–მდე სოციალურად დაუცველი და იძულებით გადაადგილებული პირი შეიჭრა. დევნილები ირწმუნებიან, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სასწავლებელი არ ფუნქციონირებს და შენობაში არანაირი პირობა არ არსებობს.
თავის მხრის, სკოლის დირექტორი მაია ასაკაშვილი აცახდებს, რომ სკოლაში 30- მდე უნარშეზღუდული მოზარდი სხვადასხვა საქმიანობას ეუფლება.
„ჩვენ შენობას არ დავტოვებთ, იმედია, დევნილთა სამინისტრო გადაწყვეტს ამ პრობლემას“,– აცახადებს სკოლის დირექტორი.
დევნილებს სამინისტროშიც გამოეხმაურნენ, როგორც ეკა გულუამ აღნიშნა, თითოეულ დევნილთან ინდივიდუალურად დაიწყება მოლაპარაკება და არსებული რესურსით მათი დახმარება მოხდება.
internet.ge
|
 |
გამოკითხვა |
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
|
|