GE / EN
საინფორმაციო პორტალი
საზოგადოება
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
საქართველოს პატრიარქის ქადაგება
20:50 28.10.2012
დღის სიახლეები
საქართველოს საპატრიარქო პატრიარქის საკვირაო ქადაგების სრულ ტექსტს აქვეყნებს, რომელსაც "ინტერნეტ.ჯი" უცვლელად გთავაზობთ:

"სახელითა მამისათა და ძისათა და წმიდისა სულისათა. ამინ!ჩვენთან არს ღმერთი! ჩვენ ძალიან ხშირად ვიმეორებთ: მე ვარ ადამიანი. ვინ არის ადამიანი? – ამაზე ნაკლებად ვფქირობთ.

უბრალოდ ვუყურებთ ადამიანის ღირებულებას, ფაქტორს. უბრალოდ ვექცევით ჩვენს თავსა და სხვა ადამიანებს. ადამიანი, უპირველეს ყოვლისა, არის ხატი ღვთისა. ის, ვინც უნდა გახდეს მსგავსება ღვთისა და გვირგვინი ქმნილებისა. ყოველივე, რაც ადამიანის შექმნამდე შეიქმნა, უნდა ემსახურებოდეს ადამიანს. წმიდა ილია მართალი ამბობდა: “ენა, მამული, სარწმუნოება”. ამ წმიდა ადამიანის ქადაგებამ და მოღვაწეობამ გადაარჩინა საქართველო, მაგრამ ძველი რომაელები ამბობდნენ: ყველაფერი მოძრაობს და თავის ფერს იცვლის. ცხოვრებამ მოიტანა ახალი ფაქტები, აღმოჩენები, ახალი პრობლემები. ადამიანი გახდა მეტად მომთხოვნი, უფრო თხოულობს, ვიდრე აკეთებს და დღეს სულ სხვა არის ადამიანის მოთხოვნილება.

ყველაზე საშიში არის ის, რომ ადამიანმა ვერ გაიგო – რა არის თავისუფლება? ადამიანი დღეს არა მარტო თავისუფალია, არამედ ცოდვის მონაა. როგორ გავთავისუფლდეთ ამ მონობისგან? ერთადერთი უფალს შეუძლია გაგვათავისუფლოს ამ ცოდვებისგან, განსაკუთრებით ამპარტავნებისგან. წმიდა მამები ამბობენ, რომ ამპარტავნება არის ისეთი ცოდვა, რომელსაც ვერავინ კურნავს, გარდა – წმიდა სამებისა. ინებოს წმიდა სამებამ, რომლის სადიდებლად აშენებულია ეს წმიდა ტაძარი, რომ ქართველი ხალხი და მაცხოვრებლები გავთავისუფლდეთ ამპარტავნებისგან.

დღევანდელმა პირობებმა მოიტანეს ის, რომ ჩვენ გამოვთქვით კიდევ, თითქოს განვმარტეთ რაც თქვა წმიდა ილია მართალმა და ჩვენ ვთქვით ეს სიტყვები: ღმერთი, სამშობლო, ადამიანი.

ჩვენ ვმადლობთ უფალს, რომ ქართველი ხალხი მორწმუნეა. ვიცით რომ ღმერთი არის ჩვენი შემოქმედი, მფარველი და მაცხოვნებელი, მაგრამ უფრო რთულად დგას საკითხი სამშობლოსა და ადამიანისა. „როგორც უფალი სამშობლო, ერთია ქვეყანაზედა“- უთქვამს ჩვენს წინაპარს, მაგრამ ყველამ ვერ შეიგნო რომ სამშობლო არის განსაკუთრებული მადლით მოსილი, ჩვენ სამშობლოზე გადმოვიდა მადლი სული წმიდისა. შემთხვევით არაფერი არ ხდება. საქართველოში ჩამოტანილი იყო კვართი იესო ქრისტესი. შემთხვევითი არც ის არის, რომ საქართველო გახდა წილხვედრი ღვთისმშობლისა.

ხშირად ყოფილა ჩვენს წარსულში შემთხვევა, როდესაც მივსულვართ უფსკრულთან და უფალს საქართველო სამშვიდობოს გამოუყვანია. ამას ჩვენ მუდამ ვგრძნობთ და ვმადლობთ უფალს. ჩვენი სამშობლო არის ქვეყანა, რომელიც მორწყულია წმიდა მამების სისხლით. ხშირად მომისმენია, ჩვენი ერთ-ერთი პატრიარქისგან, ქართული მიწა რომ აიღოს ადამიანმა და გამოწუროს, სისხლი გამოუვაო. ამიტომ უნდა გვახსოვდეს, როგორ ქვეყანაში ვცხოვრობთ და რა მიწაზე დავდივართ. ყოველდღე უნდა ვემთხვიოთ ჩვენს დედა მიწას, რომელიც წმიდანების სისხლითაა მორწყული. ძალიან მიკვირს, რომ ზოგიერთი კოსმოპოლიტია და მისთვის სამშობლო და დედაენა არ არსებობს. არ არსებობს ის სიახლოვე, რომელიც ჩვენსა და სამშობლოს შორის უნდა იყოს. მას შეუძლია იცხოვროს ნებისმიერ ქვეყანაში. ეს მეტყველებს იმაზე, რომ იგი მოწყვეტილია თავის ფესვებს და ცოდოა ასეთი ადამიანი. როცა უცხოეთში ჩავდივარ, უცხოეთში მყოფ ქართველებს ყოველთვის ვეუბნები, რომ დაბრუნდნენ სამშობლოში, რადგან საქართველოს ვერაფერი შეედრება.

რაც შეეხება ადამიანს, მას კლავენ, ამცირებენ, ჩვენ კი ამ ყველაფერს გულგრილად ვუყურებთ. უნდა გვახსოვდეს, რომ ყოველი ადამიანი არის ხატი ღვთისა. ერთხელ არის მოვლენილი დედამიწაზე, არის ბუნების არსება, რომელიც მცირედით განსხვავდება ანგელოზებისგან. ამიტომ უნდა გავუფრთხილდეთ ადამიანს, უნდა მოვეფეროთ, გავუადვილოთ ჯვრის ტარება და არა დავუმძიმოთ. ასეთ რთულს დროს ვცხოვრობთ. ღმერთმა ინებოს, ყოველმა ჩვენგანმა გაიგოს, რომ ადამიანი არის ჩვენი ძმა და არა – მტერი.

დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოში, სადაც მთავრობის ცვლილება მოხდა, ძველი და ახალი ხელისუფლება ერთმანეთს მხარში ამოუდგება. არ იქნება შურისძიება და მტრობა, არამედ ძველი და ახალი ხელისუფლების წარმომადგენლები იქნებიან ძმები, ერთი სამწყსო და უფალი იესო ქრისტე ქართველი ერის მწყემსი.

ჩვენთან არს ღმერთი!

მოხარული ვარ, რომ ჩვენს წირვას ესწრებოდა ჩვენი ჯარი, ჩვენი შვილები. ჩვენს ხალხსა და ჯარს შორის კავშირი აუცილებლად უნდა იყოს. უნდა გვახსოვდეს, რომ ჯარისკაცები არიან ადამიანები, რომლებიც სამშობლოს გარეშე მტრებისგან იცავენ.

ღმერთმა დალოცოს ჩვენი ჯარი, მხედარნი და მხედართმთავარნი, “წასული და მოსული ხელისუფლება”, ამინ!.

ჩვენ შემოგვწირეს 100 ათასი ძირი კიპარისებისა. ეს უნდა დავრგოთ ჩვენს ეკლესია-მონასტრებში, თქვენს კარ-მიდამოებში… ვისაც აქვს სურვილი, ჰქონდეს ეს ძვირფასი ხე, შემოიტანეთ თქვენი თხოვნა და მიიღებთ ამ ნერგებს.

კურთხევა უფლისა თქვენზედა მისითა მალდითა და კაცთმოყვარებითა, ყოვლადვე აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე ამინ. ჯვარი გეწეროთ და მამა ზეციერმა დაგლოცოთ.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმიდესი და უნეტარესი ილია II"

internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
გამოკითხულთა 26% ეკონომიკურ ვითარებას გაუმჯობესებულად აფასებს1
“ლივერპული” ვილიაში 30 მილიონს იხდის2
ტახრირის მოედანი ისევ პროტესტის კერა ხდება3
სომხეთი თურქეთს „აზებაიჯანის პროვოკაციების წახალისებაში“ ადანაშაულებს4
აფხაზეთსა და რუსეთს შორის ახალი ფინანსური შეთანხმება გაფორმდა5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X