GE / EN
საინფორმაციო პორტალი
საზოგადოება
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
ევროპის ფორუმზე ქართველი მონაწილეების ნაშრომმა III ადგილი აიღო
12:48 18.04.2012
დღის სიახლეები

საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენების ევროპის ფორუმზე, ქართველი მონაწილეების ნაშრომმა, III ადგილი აიღო. ფორუმი პორტუგალიაში გაიმართა და მასზე მთელი ევროპის მასშტაბით 82 პროექტი იყო წარმოდგენილი. საქართველო საუკეთესო ოთხეულში მოხვდა.

მთავარი პრიზი ირლანდიას ერგო,  პირველ ადგილზე ჰოლანდია გავიდა, მეორე ადგილზე - შვედეთი, ხოლო მესამე ადგილზე - საქართველო.

საუკეთესო ოთხეულში მოხვედრილი კონკურსანტები ოქტომბერში ათენში, მსოფლიო ფორუმზე წავლენ. მათ შორის იქნებიან ქართველები: ხიდისთავის საჯარო სკოლის მასწავლებელი თეა საძაგლიშვილი და საინფორმაციო ტექნოლოგიების ტრენერი ელენე ბეთლემიშვილი. 

დღეს,  პორტუგალიაში გამართულ ევროპის ფორუმზე გამარჯვებული ქართველი მონაწილეები დააჯილდოვეს. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა და სამინისტროს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა გია მამულაშვილმა მათ ელექტრონული წიგნები ე.წ. იოტა რიდერები გადასცეს.

თეა საძაგლიშვილისა და ელენე ბეთლემიშვილის პროექტმა სახელწოდებით „ვიდეო წერილი ლილის“   ფორუმის ერთ-ერთ მთავარ ნომინაციაში - „ყველაზე ინოვაციური პროექტები განათლებაში“ გაიმარჯვა. 

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, პორტუგალიაში გამართულ კონკურსში „ევროპის ფორუმი - პარტნიორები განათლებაში 2012“  საქართველოდან ის პედაგოგები მონაწილეობდნენ, რომლებიც გაკვეთილებს ბუკის მეშვეობით ატარებენ. მათი შერჩევა ადგილობრივ კონკურსზე მოხდა.  ევროპის ფორუმზე საქართველოდან თბილისის, გორის, ხიდისთავისა და გურჯაანის წარმომადგენლები გაემგზავრნენ. კონკურსში მონაწილეობის გარდა მათ პორტუგალიაში საინფორმაციო ტექნოლოგიების სწავლებაზე სემინარებიც ჩაუტარდათ.

კონკურსი კომპანია „მაიკროსოფტისა“ და სამინისტროს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით ჩატარდა. იგი დაფუძნებული იყო სწავლების პროცესში ინფორმაციული ტექნოლოგიების ეფექტურ გამოყენებაზე და მისი მიზანია ინოვაციური სწავლა/სწავლების მეთოდოლოგიის დანერგვის გზით, განათლების ხარისხის გაუმჯობესება.

internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
ბზა- ფლორისტის რჩევები, საინტერესო ფაქტები და სასარგებლო თვისებები
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
შს სამინისტრო: გელა მთივლიშვილს პოლიციის შენობა იძულებით დაატოვებინეს1
პოლიციის შენობები, რომელმაც ეგვიპტელი ჟურნალისტი აღაფრთოვანა2
ჩრდილოეთ კავკასიის რესპუბლიკები ტერიტორიებისთვის დავას იწყებენ3
90 წლის მამაკაცმა მსოფლიო რეკორდი დაამყარა (VIDEO)4
„ნაციონალურ მოძრაობას“ ხაშურში მაჟორიტარობის კანდიდატი აღარ ეყოლება5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X