სასჯელაღსრულების,
პრობაციისა
და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის სოზარ სუბარის განცხადებით, საპატიმრო დაწესებულებებიდან 300-მდე პატიმარი პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლდება.
როგორც მინისტრმა გლდანის #18-ე სამკურნალო დაწესებულებიდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა,
27 ოქტომბერს პირობით ვადამდე გათავისუფლდა 35 პატიმარი, მთლიანობაში კი, საპატიმრო დაწესებულებებს დაახლოებით 300-მდე პატიმარი დატოვებს.
"მიდგომა
შევცვალეთ.
გარკვეული
კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემთხვევაში, პატიმრები სასჯელაღსრულების დაწესებულებებს დატოვებენ. რაც შეეხება
პოლიტპატიმრებს,
ეს საკითხი სასჯელაღსრულების
მინისტრის
კომპეტენციას
სცდება და ამ საკითხზე პარლამენტი იმსჯელებს. ამნისტიაზე საკანონმდებლო ორგანო უკვე მუშაობს და არ მგონია, ეს აქტი ძალიან დაგვიანდეს",
- განაცხადა სოზარ სუბარმა.
მისივე ინფორმაციით, გუშინ მე-8 დაწესებულება 30-მდე პატიმარმა დატოვა.
Internet.ge