GE / EN
საინფორმაციო პორტალი
საზოგადოება
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
„მე ომბუდსმენი 2012“ პირველი ტური დასრულდა
12:03 29.10.2012
დღის სიახლეები

დღეს, სახალხო დამცველის მიერ გამოცხადებული კონკურსის – „მე ომბუდსმენი 2012“ პირველი ტური დასრულდა.

სახალხო დამცველის აპარატის ინფორმაციით, კონკურსში „მე ომბუდსმენი 2012“ 30 სექტემბრიდან 29 ოქტომბრამდე დარეგისტრირდა 340 გუნდი, თითოეული გუნდი შედგება 2 მოთამაშისგან. კონკურსის მეორე ტურში გადავიდა 32 გუნდი, შესაბამისად ამ გუნდებმა 30 კითხვიდან მინიმუმ 25 კითხვას უპასუხეს სწორად. 

კონკურსის „მე ომბუდსმენი 2012“ მეორე ტური დაიწყება 2012 წლის 1 ნოემბერს. 29 ოქტომბრიდან გუნდებს საშუალება აქვთ თავად შეამოწმონ გადავიდნენ თუ არა მეორე ტურში და ასევე გაეცნონ პირველი ტურის კითხვების სწორ პასუხებს. მეორე ტურში გადასულმა გუნდებმა 1 ნოემბრიდან 30 ნოემბრის ჩათვლით უნდა უპასუხონ 20 ტესტურ კითხვას, ასევე ტესტურ კითხვებს თან ახლავს ერთი ღია კითხვა (სავარაუდო პასუხების გარეშე), რომელსაც გუნდებმა უნდა გასცენ წერილობითი პასუხი. პასუხი ამ კითხვაზე ფასდება 1–10 ქულის ფარგლებში სპეციალური კომისიის მიერ. მესამე რაუნდში გადასვლის უფლებას მოიპოვებს ტესტური კითხვების პასუხებით ყველაზე მაღალი რეიტინგის მქონე 10 გუნდი.

 

ტესტური კითხვების პასუხებში თანაბარი რეიტინგის მქონე 10–ზე მეტი გუნდის არსებობის შემთხვევაში, პირველი ათეულის გამოსავლენად ტესტური კითხვების შედეგებთან ერთად გამოყენებული იქნება ღია კითხვის პასუხის შეფასების შედეგი (1–10 ქულა). 

კონკურსის „მე–ომბუდსმენი 2011“ სპონსორია, ევროკავშირის მიერ დაფინასებული პროექტი „სახალხო დამცველის აპარატის ხელშეწყობა.“

 

Internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ტახრირის მოედანი ისევ პროტესტის კერა ხდება1
სერგი კაპანაძე: უპასუხისმგებლო განცხადებები მოლაპარაკებების ხელის შეშლის საბაბი გახდა2
12 აპრილს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე წყალდიდობაა მოსალოდნელი3
„მე ომბუდსმენი 2012“ პირველი ტური დასრულდა4
ვანო მერაბიშვილი: ბიუჯეტის შესახებ საზოგადოებაში არასწორი ინფორმაცია მუსირებს5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X