არასამთავრობოები მთავრობას პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებული პირების საქმის შესწავლას სთხოვენ
არასამთავრობო ორგანიზაციები საქართველოს მთავრობას პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებული
პირების საქმის გარემოებების შესწავლას სთხოვენ. აღნიშნულთან დაკავშირებით, არასამთავრობოებმა
სპეციალური განცხადება გაავრცელეს.
როგორც განცხადებაშია ნათქვამი,
ორგანიზაციები მზადყოფნას გამოთქვამენ აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით, შესაბამის ორგანოებთან
ითანამშრომლონ.
„ჩვენ
მიერ აღრიცხული შემთხვევებიდან,
ყველაზე ხშირად მოქალაქეთა სავარაუდოდ პოლიტიკური ნიშნით სამსახურიდან გათავისუფლებას ადგილი ჰქონდა განათლებისა და მეცნიერების, კულტურისა და ძეგლთა დაცვის, შინაგან საქმეთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროების დაქვემდებარებულ
უწყებებში,
ადგილობრივ
თვითმმართველობებსა
და მათდამი დაქვემდებარებულ
სტრუქტურებში,
საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში.
არასამთავრობო
ორგანიზაციები
მივმართავთ
შესაბამისი
სამინისტროების
ხელმძღვანელებს,
ადგილობრივი
თვითმმართველობის
ორგანოებს,
დაუყოვნებლივ
დაიწყონ შიდაუწყებრივი მოკვლევა, სავარაუდოდ, პოლიტიკური ნიშნით სამსახურიდან გათავისუფლებული
პირების გათავისუფლების გარემოებების თაობაზე, რათა დროულად მოხდეს უკანონოდ გათავისუფებული მოქალაქეების უფლებების აღდგენა და უკანონო გადაწყვეტილებების
მიმღები პირების გამოვლენა“,-
ნათქვამია განცხადებაში.
Internet.ge