3 წლის გოგონას ჯანმრთელობის მდგომარეობა
დამაკმაყოფილებელია. ამის შესახებ „ინტერნეტ.ჯი“-ს მურმან იაშვილის სახელობის ბავშვთა
საავადმყოფოში განუცხადეს.
პატარამ ლაგოდეხში წნევის აბები მიიღო.
გოგონას პირველადი დახმარება ადგილობრივმა ექიმებმა გაუწიეს, თუმცა მდგომარეობის
გართულების შემდეგ პაციენტი იაშვილის სახლობის კლინიკაში გადაიყვანეს.
„შემოყვანისას პაციენტის მდგომარეობა
რთული იყო. ჩაუტარდა ყველა საჭირო სამედიცინო პროცედურა. პატარა ახლა თავს უკეთ
გრძნობს“,- აცხადებენ მედიკოსები.
internet.ge