მიხეილ ცაგარელის ასტროლოგიური პროგნოზი 30 ოქტომბრისთვის
23:10 29.10.2012
|
დღის სიახლეები
|
გეომაგნიტური დღეა. მოერიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას. შინაგან დაძაბულობას მოგიხსნით მუსიკა და სიმღერა. აკონტროლეთ ემოციები, განსაკუთრებული სიფრთხილე გმართებთ საკუთარი გამონათქვამების მიმართ.
მოერიდეთ ახალი საქმის დაწყებას. მზისა და მთვარის ჰარმონიული ენერგიები განაპირობებს სასიცოცხლო ძალების განახლებას, ცვლილებებისადმი ადვილად ადაპტირების უნარს, საყოფაცხოვრებო საკითხების სწრაფად გადაწყვეტასა და ჰარმონიულ სასიყვარულო კავშირებს. მოერიდეთ სარისკო მოქმედებებსა და სულსწრაფ გადაწყვეტილებებს, აკონტროლეთ საფულე.
მინერალებიდან სასიკეთოა: აქატი, მალაქიტი, ჯესპილიტი, ჰელიოტროპი, ლაბრადორი. ფერებიდან დადებითია: ყავისფერი, ლიმონისფერი, მწვანე, ლურჯი, ცისფერი. სასიკეთო დღეა საქორწინო ურთიერთობებისა და ახალი ნაცნობობისათვის, შემოქმედებითი მუშაობისათვის, ჯგუფური გართობისათვის, მოგზაურობისათვის, ტანსაცმლის, პარფიუმერიის, კოსმეტიკის, ცხოველების, ძრავი ქონების, სამშენებლო მასალის, ფასული ქაღალდების შესაძენად, ვარჯიშისათვის.
ჯანმრთელობის თვალსაზრისით შესუსტებულია ყელი, ენდოკრინული სისტემა, სწორი ნაქლავი.
დღე დადებითია კირჩხიბისა და თხის რქისათვის. უარყოფითია ვერძისა და სასწორისათვის.
internet.ge
|
 |
გამოკითხვა |
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
|
|