ბიძინა ივანიშვილის კუთვნილი ტელეკომპანია - "მე-9 არხის" ეთერში
გასვლის ზუსტი თარიღი ჯერ ისევ გაურკვეველია.
„ინტერნეტ.ჯი“-სთან საუბარში, არხის გენერალური
დირექტორი კახა ბექაური ამბობს, რომ ტელევიზია მაუწყებლობას აპრილში დაიწყებს.
„ბოლო დეტალებს ვაგვარებთ. ეთერში გასვლის ზუსტი დრო, საათი და წუთი
ჯერ ჩემთვისაც არ არის ცნობილი. ვიცი, რომ აპრილს არ გადასცდება“,- აცხადებს
ბექაური.
კითხვაზე, უკავშირდებოდა თუ არა მისი თურქეთში ვიზიტი ტელევიზიის
ტექნიკით უზრუნველყოფას, ბექაურმა განაცხადა, რომ ის ნამდვილად ტელევიზიის
საქმეებზე იყო ჩასული თურქეთში, თუმცა მეტი კონკრეტიკისგან თავი შეიკავა.
internet.ge