ევროკავშირის ელჩი საქართველოში ფილიპ დიმიტროვი დღეს, საქართველოში
განხორციელებულ მედიამონიტორინგის პროექტს სახელწოდებით - "პროფესიული მედია არჩევნებისთვის"
გამოეხმაურა.
როგორც დღეს
გამართულ პრესკონფერენციაზე დიმიტროვმა განაცხადა, პროექტი წარმატებული და პოპულარული
იყო, რომელმაც მედიის მიერ
საკუთარი მოვალეობის შესრულებაზე
გავლენა მოახდინა.
„დღეს მედია
პოლარიზებულია. ეს მხოლოდ
საქართველოს პრობლემა არ არის,
თუმცა აქ ეს განსაკუთრებით თვალშისაცემია. ასევე,
შესამჩნევია პოლიტიკური ვნებათაღელვაც, რაც ერთი თვალის
დახამხამებაში ვერ შეიცვლება. ამ პროექტმა შესაძლოა, გავლენა მოახდინოს საპრეზიდენტო არჩევნებზეც, რადგან პროექტი 2013 წლის ბოლომდე გაგრძელდება“,-
განაცხადა დიმიტროვმა.
მისი შეფასებით,
საქართველოში მასმედიის მდგომარეობა შორს არის სრულყოფილებისგან.
„რეაგირებას მოითხოვს სარეკლამო ბაზარი,
ასევე მედიასაშუალებების წარმომადგენლების პროფესიონალიზმი, თუმცა
ეს ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, რამდენად იარსებებს საქართველოში მოთხოვნა ამ ყველაფერზე. ჩვენ კი, ჩვენის
მხრივ ვეცდებით, საქართველოში მედიაგარემო გაუმჯობესდეს“,- განაცხადა
დიმიტროვმა.
internet.ge