GE / EN
საინფორმაციო პორტალი
საზოგადოება
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
წულუკიანმა თანამშრომლებს ქვეყანაში მშვიდობიანი გზით ხელისუფლების შეცვლა მიულოცა
16:02 30.10.2012
დღის სიახლეები

იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი სამინისტროს თანამშრომლებს შეხვდა და სამომავლო  გეგმების შესახებ ესაუბრა. შეხვედრას ესწრებოდნენ იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე დავით ჯანდიერი და მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ბარამიძე.

წულუკიანმა თანამშრომლებს ქვეყანაში მშვიდობიანი გზით ხელისუფლების შეცვლა მიულოცა და იმედი გამოთქვა, რომ ქვეყნისთვის ამ მეტად მნიშვნელოვან პერიოდში, იუსტიციის სამინისტროს თანამშრომლები შეძლებენ, გააერთიანონ ძალისხმევა და ერთგულად შეასრულონ მათზე დაკისრებული მოვალეობები.

იუსტიციის მინისტრის განცხადებით, უწყების პრიორიტეტი იქნება იუსტიციის სამინისტროს ჩამოყალიბება სამართლიანობის ერთ-ერთ გარანტად, იურიდიულ ავტორიტეტად, საჭირო რეფორმებისა და საკანონმდებლო ცვლილებების ინიციატორად. ამ მიზნის განხორციელებისათვის კი უწყება მჭიდროდ ითანამშრომლებს სამოქალაქო სექტორისა და საზოგადოების წარმომადგენლებთან. გაგრძელდება ყველა ის წარმატებული და მნიშვნელოვანი პროექტი, რომელსაც სამინისტრო დღემდე ახორციელებდა, გაძლიერდება ძალისხმევა იმ მიმართულებებით, სადაც უწყების ფუნქციონირებაში არსებობდა გარკვეული ტიპის ხარვეზები.

რაც შეეხება საკადრო ცვლილებებს, თეა წულუკიანის თქმით, ამ კუთხით, უწყებაში მასშტაბური ცვლილებები არ იგეგმება და თანამშრომელთა აბსოლუტური უმრავლესობა დაკავებულ პოსტებს შეინარჩუნებს.

შეხვედრის დასასრულს, იუსტიციის მინისტრმა მადლობა გადაუხადა სამინისტროს თანამშრომლებს გაწეული საქმიანობისათვის  და პროფესიული წარმატებები უსურვა მომავალ საქმიანობაში.

internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ზურაბ ჭიაბერაშვილი: „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებზე მუქარა გრძელდება1
თორნიკე გორდაძე სამუშაო ვიზიტით ბრიუსელში გაემგზავრა2
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე3
ტყვეობიდან გათავისუფლებულები აცხადებენ, რომ ისინი შეიარაღებულმა პირებმა მძევლად აიყვანეს (VIDEO)4
წყნეთში დევნილების დასახლების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X