ზუგდიდში, აფხაზეთიდან დევნილი შვიდი ოჯახი შპს
"ბლოკ ჯორჯიას" კუთვნილ შენობაში შეიჭრა.
როგორც
დევნილები აცხადებენ, ისინი შენობის დატოვებას არ აპირებენ, სანამ მათი მოთხოვნა,
საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილების შესახებ, შესრულებული არ იქნება.
ასევე,
სოციალურად დაუცველი სამი
ოჯახი ფოთში მდებარე კოლხეთის ათვისების ყოფილი სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის
შენობაში შეიჭრა.
სოციალურად დაუცველებს შენობის
ხელმძღვანელობამ და თანამშრომლებმა წინააღმდეგობა გაუწიეს. ადმინისტრაციის განმარტებით, აღნიშნული შენობა ეკონომიკის
სამინისტროს საკუთრებაა და მისი განკარგვის უფლება მხოლოდ სამინისტროს აქვს.
Internet.ge