GE / EN
საინფორმაციო პორტალი
საზოგადოება
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
ხათუნა კალმახელიძემ წარმატებული საქმიანობისათვის მედპერსონალი დააჯილდოვა
15:02 18.04.2012
დღის სიახლეები

პენიტენციური სისტემის ანტიტუბერკულოზურ პროგრამაში წარმატებული საქმიანობისათვის სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრმა ხათუნა კალმახელიძემ, დღეს, მედპერსონალი დააჯილდოვა.

მინისტრის თქმით, კვალიფიციური სამედიცინო პერსონალის მუშაობის შედეგად, სასჯელაღსრულების დაწესებულებებში ტუბერკულოზით დაავადებულ მსჯავრდებულთა რაოდენობა საგრძნობლად შემცირდა.

სამინისტროს ინფორმაციით, პენიტენციურ სისტემაში ტუბერკულოზთან ბრძოლის სტრატეგიის ფარგლებში, ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის მიერ შერჩეული და გადამზადებული პერსონალი დაავადების შემთხვევათა ადრეული გამოვლენისა და შესაბამისად, დროული მკურნალობის მიზნით, დაწესებულებებში ყოველდღიური სკრინინგის ჩატარებას განაგრძობს.

„დაავადების  გავრცელების პრევენციის და ეფექტური მკურნალობის პროცესში ასევე უმნიშვნელოვანეს  როლს შეასრულებს ტუბერკულოზით დაავადებულ მსჯავრდებულთა ახალი სამკურნალო  დაწესებულება, რომლის მშენებლობაც  ქსანში რამდენიმე თვეში დასრულდება“,- აცხადებენ სამინისტროში.

პენიტენციურ სისტემაში მიმდინარე ჯანდაცვის რეფორმის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება ტუბერკულოზთან ბრძოლა და მისი გავრცელების პრევენციაა.

internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
არასრულწლოვან მსჯავრდებულებს შორის საჭადრაკო ტურნირი გაიმართა1
საქართველოს რკინიგზა ჩვეულ რეჟიმში მუშაობს2
გიორგი ასანიძე: სოჭის ოლიმპიადას ბოიკოტი არ უნდა გამოვუცხადოთ3
ბიძინა ივანიშვილმა მინისტრთა კაბინეტის ახალი შემადგენლობა დაასახელა4
მევალე ვალის დაუბრუნებლობისთვის გრილზე შეწვეს5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X