საქართველოს სამოქალაქო ავიაციის პროფესიონალთა
გაერთიანება შეიქმნა, რომელსაც გიორგი კოდუა უხელმძღვანელებს.
როგორც დღეს
გამართულ პრესკონფერენციაზე კოდუამ განაცხადა, ორგანიზაციის მიზანი დარგის
განვითარების ხელშეწყობა იქნება.
მისივე
თქმით, ახალი გაერთიანება მხარს
უჭერს ღია ცის პოლიტიკას, თუმცა მიაჩნია, რომ მთავრობამ უნდა გააქტიუროს მუშაობა ქართული კომპანიების ხელშეწყობის მიზნით.
სპეციალისტების
განცხადებით, ბოლო პერიოდში გაზრდილი ფრენებით მიღებული სარგებელი საქართველოდან გაედინება და არ ხმარდება სექტორში რეინვესტირებას, რაც დარგის განვითარებას
ხელს არ უწყობს.
internet.ge