მომდევნო
წლიდან საქართველოში სკოლებში შესაძლოა ბრიტანულ მოდელზე გადავიდნენ
- აღნიშნული
განცხადება განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ დავით ზურაბიშვილმა "პრაიმტაიმის"
პრესკლუბში
გააკეთა.
მისი თქმით, აღნიშნული მოდელი სკოლებში 10
წლიან სწავლებას გულისხმობს.
„საუბარია ბრიტანულ მოდელზე სადაც 10 კლასია საშუალო განათლება და შემდგომ ორი წელი არის მოსამზადებელი უნივერსიტეტისთვის", - აცხადებს ზურაბიშვილი.
ამასთან, მინისტრის მოადგილის განცხადებით,
მოსწავლეები
გამოცდებს
საგნის დამთავრებისთანავე
ჩააბარებენ.
"შემდგომ წელს ჩვენ ვაპირებთ სხვა სისტემით სკოლებში გამოცდების ჩატარებას. როდესაც მოსწავლე დაასრულებს ამა თუ
იმ საგნის სწავლას, ის იმავე წელს ჩააბარებს გამოცდას“,-
აღნიშნა ზურაბიშვილმა.
internet.ge