GE / EN
საინფორმაციო პორტალი
საზოგადოება
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
არასამთავრობოები რუსთავის ციხეში არსებული ვითარების შესწავლას ითხოვენ
15:46 01.11.2012
დღის სიახლეები

რუსთავის #16 დაწესებულებაში, "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“, "წამების მსხვერპლთა ფსიქო–სოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრის“(GCRT) და "ციხის საერთაშორისო რეფორმის“ წარმომადგენლები იმყოფებოდნენ, რომელთაც მინიჭებული აქვთ სასჯელაღსრულების სისტემის დაწესებულებებში სპეციალური ნებართვის გარეშე შესვლის უფლება.

დაწესებულებაში ვიზიტის საფუძველი იყო გავრცელებული ინფორმაცია, რუსთავის #16 თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში არსებული დაძაბულობის შესახებ.

აღნიშნული ორგანიზაციების წარმომადგენლები შეხვდნენ და გაესაუბრნენ დაწესებულების დირექტორს, სამარტოო საკანში მოთავსებულ პატიმრებს, "ა“, "ბ“ და "გ“ კორპუსებზე განთავსებულ მსჯავრდებულებს, აგრეთვე დაწესებულების შესასვლელთან შეკრებილ პატიმართა ოჯახის წევრებს.

არასამთავრობოების ინფორმაციით, დაწესებულებაში სიმშვიდეა, პატიმრები უარყოფენ მათი მხრიდან რაიმე სახის არეულობის მცდელობას.  ვიზიტისას შიმშილობდა სამარტოო საკანში მოთავსებული ორი პატიმარი და აგრეთვე მათი თანამოსაკნე რამდენიმე მსჯავრდებული "ა“ კორპუსზე.

„საუბრისას პატიმრებმა აღნიშნეს, რომ მათ მიმართ დაწესებულების ახლადდანიშნული დირექტორის მხრიდან ადგილი ჰქონდა ფსიქოლოგიურ ზეწოლას მუქარის სახით, რასაც  კატეგორიულად უარყოფს დაწესებულების დირექტორი.  იგი ასევე აცხადებს, რომ დაწესებულებაში იმყოფებიან ე.წ. "მაყურებლები“, რომლებსაც სურვილი აქვთ მოიპოვონ გარკვეული პრივილეგიები,  თუმცა არ აპირებს მათთან უკანონო დათმობებზე წასვლას.  პატიმრების განცხადებით მათი ნეგატიური დამოკიდებულება აგრეთვე გამოიწვია ამჟამინდელი დირექტორის სამართალდამცავ ორგანოებში მისი ადრინდელი საქმიანობის პერიოდში განხორციელებულმა უკანონო ქმედებებმა, რომელიც უშუალოდ შეეხო ამჟამად  რუსთავის #16 დაწესებულებაში მოთავსებულ 50–მდე პატიმარს“,- ნათქვამია არასამათავრობოების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მათივე ინფორმაციით, პატიმრების პროტესტი ასევე უკავშირდება დაწესებულების ტერიტორიაზე ძველი თანამშრომლების გამოჩენას, რომლებიც მათი განცხადებით პატიმართა მიმართ ახორციელებდნენ არაადამიანურ და ღირსების შემლახავ მოპყრობას. დასახელდა კონკრეტული სახელები და გვარები. აღსანიშნავია, რომ დირექტორი არის ორი დღის დანიშნული და როგორც თავად აცხადებს  გეგმავს ძველი თანამშრომლების შეცვლას, რისთვისაც დაახლოებით ერთი კვირა დასჭირდება.

„პატიმართა ძირითადი მოთხოვნა უკავშირდება დირექტორისა და იმ ძველი თანამშრომლების დათხოვნას, რომლებიც ახორციელებდნენ არაადამიანურ მოპყრობას პატიმართა მიმართ, აგრეთვე გარკვეული სახის უკანონო შეზღუდვების დაწესებას ადმინისტრაციის მხრიდან. აღნიშნულთან დაკავშირებით შეხვედრისას მსჯავრდებულებმა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენელს გადასცეს წერილობითი მიმართვა, რომელსაც 444 პატიმარი აწერს ხელს.  გარდა ზემოაღნიშნულისა, პატიმართა განცხადებით კვლავაც პრობლემურია ჯანდაცვის, დისციპლინური ღონისძიებების გამოყენების, პრესის ხელმისაწვდომობის საკითხები“,- ნათქვამია განცხაებაში.

არასამთავრობოები მოუწოდებენ სასჯელაღსრულების სისტემის ხელმძღვანელობას, რომ საფუძვლიანად შეისწავლონ შექმნილი ვითარება თავისუფლების აღკვეთის #16 დაწესებულებაში; აგრეთვე იმედოვნებენ, რომ დაწესებულებაში შენარჩუნდება სიმშვიდე და წესრიგი და სათანადო ყურადღება მიექცევა პატიმართა პრეტენზიებს. შეინიშნება პატიმრებთან ადმინისტრაციისა და უწყების მხრიდან კომუნიკაციის დეფიციტი.

რუსთავის #16 დაწესებულებაში განხორციელებული ვიზიტის შემდეგ, არასამთავრობო ორგანიზაციები გეგმავენ, რომ სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროსა და სასჯელაღსრულების დეპარტამენტს მიაწოდონ დაწესებულებაში არსებული პრობლემური საკითხების შესახებ ინფორმაცია, იმ თანამშრომელთა სია,  რომლებიც პატიმართა მტკიცებით მონაწილეობდნენ არასათანადო მოპყრობაში და კვლავაც რჩებიან დაწესებულებაში,  აგრეთვე პატიმართა მიერ მიწოდებული საჩივარი.

internet.ge 

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ბათუმში ორი პაციენტი გარდაიცვალა1
ირაკლი ღარიბაშვილმა სპეციალური ოპერაციების ცენტრი მოინახულა2
არასამთავრობოები რუსთავის ციხეში არსებული ვითარების შესწავლას ითხოვენ3
ლევან ბეჟაშვილი: ხელისუფლების წარმომადგენლები „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს აშანტაჟებენ4
ბიძინა ივანიშვილი: ჩვენ არავის დამარცხება არ გვინდოდა5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X