გოგა ხაჩიძე: ოეე! შ.ს.ს! ოეე! მთავრობა! რას ელოდებით?!...
18:26 03.11.2012
|
დღის სიახლეები
|
გარემოს დაცვის ყოფილი მინისტრი, "ნაციონალური მოძრაობის" წევრი გოგა ხაჩიძე ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს და გართულებულ კრიმინალურ მდგომარეობას ფეისბუქით ეხმაურება.
"პროგნოზი ყველამ გავაკეთეთ (მშვიდად, დინჯი გამომეტყველებით)... ახლა მომხდარ ფაქტებს ვგებულობთ და ვფიქრობთ, რომ ჩვენი პროგნოზი მართლდება ( ისევ მშვიდად, დინჯი გამომეტყველებით)...
ამ ყველაფერს კი ისე ვუყურებთ, თითქოს ფეხბურთის მატჩის ანგარიში
გამოვიცანით; თითქოს ეს ყველაფერი სხვაგან ხდება; თითქოს რაღაცას
ველოდებით და გვგონია, რომ პრობლემა არ გაღრმავდება... ამასობაში
კი, ბოლო წლების ყველაზე მნიშვნელოვანი მონაპოვარი, საზოგადოებრივი
უსაფრთხოება და მინიმუმზე დაყვანილი კრიმინალი ნელ-ნელა, შეპარვით,
ხელიდან გვეცლება. თითქოს, ამათ (ახალ მთავრობას) ცოტა კრიმინალი ეპატიებათ; თითქოს, ახლა ცოტა კრიმინალი მოსულა...
მანქანები ტყდება, სახლები იქურდება, ყაჩაღობები ხდება,
ხულიგნობები, ღამე გარეთ გასვლა მინიმუმ აღარ ღირს, "სტაიანკების"
თემა გააქტუალურდა, ტაქსისტებმა ისევ ჩაიდეს კარებთან
"მანტიროვკები"... ოეე! შ.ს.ს!.... ოეე! მთავრობა!... რას ელოდებით?!..." - წერს გოგა ხაჩიძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.
internet.ge
|
 |
გამოკითხვა |
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
|
|