„ენგურჰესი გაყიდული არ არის და ის საქართველოს საკუთრებაშია“
-
ამის შესახებ „რუსთავი 2“-ს საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი
რესურსების
მინისტრმა კახა კალაძემ
განუცხადა.
„რამდენიმე
წლის წინ იყო საუბარი იმაზე, რომ თითქოს ენგურჰესი გაიყიდა. ეს სიმართლეს არ შეესაბამება. მინდა, გითხრათ, რომ იყო რაღაც მოლაპარაკებები,
მაგრამ ყველაფერი გაჩერებულია და ენგრუჰესი საქართველოს საკუთრებაშია",-
განაცხადა კალაძემ.
მისი თქმით, ენერგეტიკის სამინისტრო გამჭვირვალეა.
„მინდა,
ჩვენი სამინისტრო იყოს გამჭვირვალე. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რამდენად არის ხელშეკრულებებში გათვალისწინებული
საქართველოს
ინტერესები.
ეს ყველაფერი უნდა იყოს საჯარო“,- დასძინა კალაძემ.
internet.ge