მაია ხასია: მსჯავრდებულთა სურვილის მიხედვით თანამდებობის პირთა გათავისუფლება არ მოხდება
სასჯელაღსრულების
დეპარტამენტის
ხელმძღვანელის, მაია ხასიას განცხადებით, მსჯავრდებულთა სურვილის მიხედვით, თანამდებობის პირთა გათავისუფლება დაუშვებელია და ეს არ მოხდება.
ამის
შესახებ განცხადება ხასიამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე
გააკეთა.
მისი
თქმით, დაუშვებელია ადამიანების თანამდებობიდან გათავისუფლება იმიტომ, რომ ის ვინმეს არ მოსწონს,
”ყველა
ინფორმაციის
მოკვლევა მოხდება, თუმცა დილის მდგომარეობით ქსნის მე-15 დაწესებულებაში სიტუაცია აბსოლუტურად სტაბილურია. დილით იყო ასეთი ფაქტი, რომ დაწესებულებაში გარეთ მყოფი ადამიანები არ უშვებდნენ კვების პროდუქტით დატვირთულ მანქანას, დაწესებულებაში 3 400 მსჯავრდებულია და არ შეიძლება მასთან მისასვლელი გზა გადაკეტონ”,- განაცხადა ხასიამ.
internet.ge