საქართველოს პრეზიდენტი ვასილ ჭყოიძის ოჯახსა და ახლობლებს სამძიმარს უცხადებს
21:21 05.11.2012
|
დღის სიახლეები
|
საქართველოს პრეზიდენტი მწუხარებას გამოთქვამს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორის, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის აპარატის უფროსისა და ევროპული ინტეგრაციის კვლევის ცენტრის დირექტორის ვასილ ჭყოიძის გარდაცვალების გამო.
აღნიშნული განცხადება პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გაავრცელა. ქვეყნის პირველი პირის თქმით, ქართულ საზოგადოებას გამოაკლდა ღირსეული სახელმწიფო მოღვაწე, რომელსაც დიდი წვლილი მიუძღვის საქართველოში ევროპული იდეის განმტკიცებაში.
მიხეილ სააკაშვილი უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახსა და ახლობლებს.
internet.ge
|
 |
გამოკითხვა |
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
|
|