თელავის
რაიონულ სასამართლოში დღეს, მსახიობ დუტა სხირტლაძის წინააღმდეგ
შეტანილი სარჩელის განხილვა დაიწყება.
კახეთის საინფორმაციო ცენტრის ცნობით,
პროცესი 11:00 საათზეა ჩანიშნული, საქმეს კი, მოსამართლე გოგიტა თოთოსაშვილი
განიხილავს.
თელავის ვაჟა
- ფშაველას სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის ყოფილმა კაპელდინერებმა მარიამ მახარაშვილმა და ნანა ცატავამ თეატრის მმართველს
უჩივლეს. მათი განცხადებით, დუტა სხირტლაძეს მათთვის 3 200 ლარის ოდენობით სახელფასო დავალიანება აქვს დასაფარი.
Internet.ge