გაჩეჩილაძე: ჰოლდინგის შემადგენლობაში სამი ტელევიზია - "იმედი", "GDS" და "მაესტრო" შევა
”მე არ ვაპირებ ”მაესტროს” გაყიდვას არავითარ შემთხვევაში. უბრალოდ დიდი მედია-ჰოლდინგი კეთდება, რომელსაც ექნება ერთი ბიუჯეტი.
აქ არ გაერთიანდებიან მხოლოდ ტელევიზიები, რადიოებიც იქნება გაერთიანებული, გაზეთები და ა.შ. რადიოებსა და გაზეთებთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს.
შეიძლება ჰოლდინგში რადიო ”იმედი” და რადიო ”უცნობი” შევიდეს.
ვნახოთ, ჯერჯერობით მოლაპარაკებები მიდის”, - ამის შესახებ ტელეკომპანია ”მაესტროს” საკონტროლო პაკეტის მფლობელმა გია გაჩეჩილაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ჰოლდინგს ერთი გენერალური დირექტორი ეყოლება, თუმცა ჯერ კანდიდატურაზე საუბარი არ არის.