ხატია ქვათაძე: მაესტროზე არ შეიცვლება არაფერი
22:56 28.12.2016
|
დღის სიახლეები
|
„მინდა დავამშვიდო ყველა, ვისაც ჰგონია, რომ „მაესტროზე“ საინფორმაციო გამოშვება აღარ გავა. ეს ასე არ იქნება. არხზე არ იცვლება არაფერი, ყოველ შემთხვევაში, უარესობისკენ.
არ იხურება ამ ეტაპზე არც ერთი გადაცემა და ცალსახად შემიძლია დავადასტურო ის, რომ საინფორმაციო გამოშვება რჩება ეთერში იმ ფორმით და იმ დოზით, როგორც გადის დღეს. შეხვედრა შედგა არხის მენეჯმეტთან, ჩვენ გავცვალეთ მოსაზრებები და დავსვით შეკითხვები.
რეორგანიზაციას რაც შეეხება, სავარაუდოდ იქნება გარკვეული ცვლილებები, რაც მათი მხრიდან აღინიშნა, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ისინი გარკვეული მოცემულობით მოდიან ჩვენთან სასაუბროდ. თუ რაიმე ცვლილება იქნება, მოხდება ლოგიკური, ბუნებრივი და ყველასთვის გასაგები“, - ამის შესახებ ტელეკომპანია „მაესტროს“ საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელმა ხატია ქვათაძემ განაცხადა.
|
 |
გამოკითხვა |
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
|
|