“საზოგადოებრივ მაუწყებელს” ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს. სამეთვალყურეო საბჭომ ფარული კენჭისყრით მხარი ვასილ მაღლაფერიძეს დაუჭირა.
გადაწყვეტილება სამეურვეო საბჭომ რამდენიმე წუთის წინ მიიღო. საბოლოო კენჭისყრით 6 ხმა ვასილ მაღლაფერიძემ, ხოლო 2 ხმა თინა ბერძენიშვილმა მიიღო.
სამეურვეო საბჭო დღეს მაუწყებლის დირექტორის არჩევას მეორედ შეეცადა. არჩევანი ორ კანდიდატს – ვასილ მაღლაფერიძეს და თინა ბერძენიშვილს შორის გააკეთეს.
“საზოგადოებრივი მაუწყებლის” სამეურვეო საბჭომ პირველი კენჭისყრის შედეგად გენერალური დირექტორი ვერ აირჩია.
საჭირო 5 ხმა ვერცერთმა კანდიდატმა ვერ მოაგროვა, რის გამოც, კანონის თანახმად, მეორე ტურის მეორე ფაზა გაიმართა, სადაც არჩევანი ყველაზე მეტი ხმის მქონე კანდიდატებს შორის გააკეთდა.